ახალი ამბები
ქუთაისში, უბნებზე, რომელიც ხელახლა დათვალეს, აღმოჩნდა, რომ ხმები "ოცნებას" აკლდა
FaceBook
ქუთაისის საოლქო კომისიამ ლოტოტრონის პრინციპით ხუთი უბნის შედეგები დათვალა.

კომისიაში აცხადებენ, რომ უბნებიდან ორში ცდომილება იყო. კონკრეტულად, #109 და #66-ე უბნებზე მიღებული ხმები არასწორად იყო დათვლილი. საოლქო კომისიის განცხადებით, ხელახლა გადათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ უბანზე ერთი ხმა აკლდა პარტია "ქართულ ოცნებას", ხოლო მეორე უბანზე, ასევე ერთი ხმა მმართველი პარტიის კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს.

#59-ე საოლქო კომისიამ, ლოტოტრონის პრინციპით ხმები თავიდან დაითვალა #43-ე, #66-ე, #102-ე, #109-ე და # 110-ე უბნებზე. კანონის მიხედვით, საარჩევნო კომისიამ, არჩევნების დასრულების შემდეგ, ნებისმიერი ხუთი უბნის შედეგები თავიდან უნდა დათვალოს.

საოლქო კომისიამ საჩივრების განხილვაც უნდა დაიწყოს. კომისიაში 70- მდე საჩივარია შესული. მათი უმრავლესობა კენჭისყრის დღეს არის დაწერილი, სამი საჩივარი კი კომისიაში სამ ოქტომბერს შეიტანეს. მათი უმეტესობა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ არის შედგენილი.

საჩივრის ტექსტი ასევე შეადგინეს პარტია "საქართველოსთვის", "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ლელოს" დამკვირვებლებმა. ორი საჩივარი დაწერა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", ხოლო ერთი "სამართლიანმა არჩევნებმა".

საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის თქმით, ყველა საჩივარზე მოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა, დაიწყებს თუ არა მათ განხილვას კომისია დღეს, უცნობია.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტიამ ხმების 46.68% მიიღო, მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა" 30.7%-ით.

ქვეყნის მასშტაბით 20 ქალაქში, მათ შორის ქუთაისშიც, არც მმართველ პარტიას და არც ოპოზიციას გასამარჯვებლად ხმების რაოდენობა არ ეყო, რის გამოც ამ ქალაქებში მეორე ტური ჩატარდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #არჩევნები 2021
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.