ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო კომისია ხუთი უბნის შედეგებს ხელახლა ითვლის
FaceBook
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია ლოტოტრონის პრინციპით შერჩეული ხუთი უბნის შედეგებს თავიდან ითვლის.

ხმების ხელახალი გადათვლა #43-ე, #66-ე, #102-ე, #109-ე და # 110-ე უბნებზე მოხდება. კანონის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიამ, არჩევნების დასრულების შემდეგ, ნებისმიერი ხუთი უბნის შედეგები თავიდან უნდა დათვალოს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, #43 საარჩევნო უბანზე სოსო ხახალეიშვილმა 268 ხმა, ხატია დეკანოიძემ  კი 229 ხმა მიიღო. 

#66 საარჩევნო უბანი: სოსო ხახალეიშვილი  -230; ხატია დეკანოიძე -  229;

#102 საარჩევნო უბანი: სოსო ხახალეიშვილი - 174, ხატია დეკანოიძე - 257;

#109 საარჩევნო უბანი : სოსო ხახალეიშვილი - 176; ხატია დეკანოიძე - 324;

#110 საარჩევნო უბანი: სოსო ხახალეიშვილი - 201, ხატია დეკანოიძე - 291;

საოლქო კომისიამ საჩივრების განხილვაც უნდა დაიწყოს. კომისიაში 70- მდე საჩივარია შესული. მათი უმრავლესობა კენჭისყრის დღეს არის დაწერილი, სამი საჩივარი კი კომისიაში სამ ოქტომბერს შეიტანეს.  მათი უმეტესობა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ არის შედგენილი.

საჩივრის ტექსტი ასევე შეადგინეს პარტია "საქართველოსთვის", "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ლელოს" დამკვირვებლებმა. ორი საჩივარი დაწერა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", ხოლო ერთი "სამართლიანმა არჩევნებმა".

საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის თქმით, ყველა საჩივარზე მოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა, დაიწყებს თუ არა მათ განხილვას კომისია დღეს, უცნობია.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტიამ ხმების 46.68% მიიღო, მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა" 30.7%-ით.

ქვეყნის მასშტაბით 20 ქალაქში, არც მმართველ პარტიას და არც ოპოზიციას გასამარჯვებლად ხმების რაოდენობა არ ეყო, რის გამოც ამ ქალაქებში მეორე ტური ჩატარდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.