ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში სამი საჩივარი შევიდა
FaceBook
ქუთაისში საარჩევნო პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს.

საოლქო კომისიაში უკვე სამი საჩივარია შესული. კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის განცხადებით, სამივე მათგანი პროცედურული ხასიათისაა.

"ორი საჩივარი იყო ერთი და იგივე შინაარსის. საჩივრის ავტორები აცხადებენ, რომ რეგისტრატორები წილისყრის გარეშე განაწილდნენ, თუმცა, ამის უფლება თავმჯდომარეს აქვს. რაც შეეხება მესამე საჩივარს, აქ საუბარია იმაზე, რომ წილისყრის პროცესის განაწილების დროს ფურცლებზე არ იყო ბეჭდები დასმული
", - განაცხადა ლარინა ლალიაშვილმა.

საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის არჩევანი 11 390 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 7,4%-ია. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ეს მონაცემი 5,8 % იყო.

ქუთაისში სულ 153 861 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.