ახალი ამბები
წყალტუბოში საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს უბანი გადატანილი დახვდათ
FaceBook
წყალტუბოში ხმის მისულ ამომრჩევლებს  ერთ-ერთი საარჩევნო უბანი გადატანილი დახვდათ. 
საუბარია #49-ე საარჩევნო უბანზე, რომელიც საცხოვრებელ სახლში იყო გახსნილი. თუმცა იმის გამო, რომ ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ მისი გადატანა სხვაგან მოუხდათ. 

58 - ე წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ნიჟარაძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნის გადატანა 1 ოქტომბერს მოუწიათ. 

"ოჯახი გადავიდა თვითიზოლაციაში და მოგვიწია გადაწყობა, ახალი უბანი იქვე არის, ამომრჩეველი რომ არ დაბნეულიყო'', - ამბობს გიორგი ნიჟარაძე.

წყალტუბოში სულ 69 საარჩევნო უბანია, სადაც 50 489 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები მიმდინარეობს.

ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
325 789 700 ლარი გრანტის მოცულობაა, რომლითაც საქართველოს 2023 წლის
ბიუჯეტი შეივსო.  ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის
სამსახური ავრცელებს.
13:54 / 08.05.2024
325 789 700 ლარი გრანტის მოცულობაა, რომლითაც საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი შეივსო.  ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.
13:27 / 08.05.2024

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ''ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ".

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.