ახალი ამბები
ქუთაისის 54-ე საარჩევნო უბანში კენჭისყრა ამომრჩეველთა გამოძახებით მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისის #54- ე საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი ამომჩეველთა უკმაყოფილების ფონზე მიმდინარეობს.
მიზეზი მოქალაქეების არა ნომრების ან რიგის არამედ ალფაბეტის მიხედვით გამოძახება გახდა.

"დილით ადრე მოვედით, მერე სამსახურებში უნდა წავიდეთ და არ გვიშვებენ ვიდრე თავად კომისიის წევრები ალფაბეტის მიხედვით არ გამოგვიძახებს, ეს რა წესია ვერ მივხდი. წლები ხმას ვაძლევ და მსგავის რამ არ მახსოვს. მე ადრე მოსული ადამიანი რატომ უნდა ველოდო გამოძახებას", - ამბობენ საარჩევნო უბანზე მისული უკმაყოფილო ამომრჩევლები.

საარჩევნო უბნის კომისიის წევრების განმარტებით, ამომრჩევლის ამ ფორმით გამოძახება ბევრი მოქალაქის ერთ სივრცეში განტვირთვას უწყობს ხელს.

დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები მიმდინარეობს.

ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.

ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 861 ამომრჩეველი.

გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით.


ქუთაისის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის, ესენია:

,,ქართული ოცნება'' - იოსებ ხახალეიშვილი

,,ნაციონალური მოძრაობა'' - ხატია დეკანოიძე

,,გიორგი გახარია -საქართველოსთვის'' - გიორგი გოგუაძე

,,თავისუფალი საქართველო'' - ირინა საღინაძე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.