ახალი ამბები
დღეიდან ე.წ. ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება იწყება
FaceBook
დღეიდან, ე.წ. ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება იწყება.
სემეკის განმარტებით, ახალი რეგულაცია პირველ ეტაპზე ახალმშენებარე კორპუსეს შეეხება, შემდეგ კი , მოგვიანებით "ჭკვიანი მრიცხველების" დაყენება ძველ აბონენტებსაც შეეძლებათ.

"ჭკვიანი მრიცხველები არის ერთი ნაბიჯი, მაგრამ დიდი ნახტომია ენერგეტიკაში. ჭკვიანი აღრიცხვის პირველი და მთავარი მახასიათებელი პოზიტიური მხარეა, რომ ძალიან ბევრს ფუნქციონარს ანაცვლებს. მაგალითად, წამკითხველს, გამომრთველს, ჩამრთველს და ა.შ. ყველა კომპანიაში ეს ფუნქციები დაყოფილია და წამკითხველს არ აქვს იმის უფლება, რომ მან მერე, გამორთოს ან ჩართოს მომხმარებელი. ენერგეტიკის კი, როგორც ერთ-ერთი კაპიტალტევადი დარგისთვის ჭკვიანი მრიცხველი არის ტექნიკურის გარდა ფინანსურად ძალიან მომგებიანი, რადგან ძალიან სერიოზულად შეამცირებს საოპერაციო ხარჯებს. აღარ იქნება საჭირო ასობით თანამშრომელი, რომელიც ამ ყველაფერს არც თუ დიდი წარმატებით აკეთებდნენ.

ეს არის უზუსტესი მექანიზმი, რომელსაც აქვს შემდეგი ფუნქციები, არა მხოლოდ დისტანციურად მოგვაწოდოს ინფორმაცია, რამდენი კილოვატ საათი არის მოხმარებული, ასევე შეზღუდოს ელექტროენერგიის მიწოდება, ასევე ჩართოს და დაიტოვოს დანაკარგი. ასევე, ახალ სისტემაში იქნება სხვადასხვა ფასი დღისით და ღამით, ასევე საათობრივი. ამის აღრიცხვა ჩვეულებრივი მრიცხველით შეუძლებელია'', - განცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა.

ჭკვიანი მრიცხველებით ჩანაცვლების საფასურს კომპანია სრულად დაფარავს.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს, დასავლეთ
საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე, აღმოსავლეთ
საქართველოში, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის
სახით.
14:15 / 16.01.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს, დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.
ქუთაისში, მონპლაზირის ტერიტორიაზე არსებული მოედნის (საფეხმავლო
სივრცის) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას (თანმდევი
ექსპერტიზით) შპს
12:55 / 16.01.2026
ქუთაისში, მონპლაზირის ტერიტორიაზე არსებული მოედნის (საფეხმავლო სივრცის) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას (თანმდევი ექსპერტიზით) შპს "ბიზნეს-ინჟინერთა კავშირი" განახორციელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.