ახალი ამბები
"იმდენად უპატრონები ვართ, რომ საარჩევნო კანდიდატებიც აღარ მოდიან" - დევნილები ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე მდებარე ოთხსართულიან შენობაში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, მერია სოციალური საცხოვრისის  სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებს.

თუმცა, სამი ოჯახი, რომლებიც 28 წელია ამ ამორტიზებულ შენობაში ცხოვრობენ, ობიექტიდან გასვლას არ  აპირებენ. დევნილებს წასასვლელი არსად აქვთ. მათ დევნილთა სამინისტრო ალტერნატიული 
ფართით დაკმაყოფილებაზე უარს ეუბნება, ქუთაისის მერია კი მხოლოდ ქირის გადახდას პირდება. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 
პირები ამბობენ, რომ თუ ახლა ამ შენობას დატოვებენ,
თავშესაფრის გარეშე დარჩებიან.

"სამი ოჯახი გაიყვანა მერიამ და უქირავა ფართი, მაგრამ ჩვენ არ ვენდობით,  არ ვიცით როდის შეგვიწყვიტავენ ქირის გადახდას. ამის  გარდა, არის საშიშროება, რომ თუკი ამ ტერიტორიას დავტოვებთ, შესაძლოა,  ფართი, რომელიც  გვეკუთვნის, ვერ მივიღოთ. ჩვენი მოთხოვნაა, პასუხისმგებლობა აიღოს არა ქუთაისის მერიამ, რომელიც მუდმივად გვემუქრება, არამედ დევნილთა სააგენტომ", - ამბობს შენობაში მცხოვრები დევნილი ია ბაღათურია.

დევნილები იმ გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებზე საუბრობენ, რომელიც სარემონტო სამუშაოებს მოჰყვა.

"აქ ხომ ისედაც ადამიანის საცხოვრებელი პირობები არ არის. ან სად ვიძინებთ, ან რას გავს ჩვენი სველი წერტილი. ამ სამუშაოებმა ბოლო მოუღო შენობას. იატაკის მოშლა და მონგრევა დაიწყეს. მტვერში და ნაგავში ცხოვრება გაუსაძლისია.  ოთახებს ვერ ვტოვებთ, თუკი ერთი გადის, მეორე ვრჩებით. გვეშინია, რომ შევლენ და იატაკს აყრიან. ასე მგონია, შევარდნაძის დრო დაბრუნდა. იმდენად უპატრონები ვართ, რომ საარჩევნო კანდიდატებიც კი აღარ მოდიან, ან რა აქვთ სათქმელი", - ამბობენ დევნილები.

მათი თქმით, ათი დღის წინ მათ  დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი შეხვდა და დახმარებას დაპირდა.

დევნილთა სააგენტოში "ქუთაისიპოსტთან" საუბარში  მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საკითხზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა, მოხდება თუ არა დევნილების ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილება,  ამაზე განმარტებას არ აკეთებენ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში კი აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება და შენობაში 44 შეჭირვებული ოჯახი შესახლდება.

სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 821 000  ლარი დაიხარჯება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა,
22:15 / 04.12.2024
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა, "ქართული ოცნების" მიერ საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ, აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.
15:16 / 04.12.2024
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კომპანია "ენკას" მიერ საარბიტრაჟო დავის მოგების შემდეგ აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაშალეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.