ახალი ამბები
ქართული მწვანილი რუსულ ბაზარზე სხვა ქვეყნის სახელით ხვდება - პრობლემები მწვანილის ბიზნესში
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მცხოვრები მწვანილით მოვაჭრეები აღნიშნულ ბიზნესში შექმნილ რთულ მდგომარეობაზე საუბრობენ.

მათი ინფორმაციით, ბოლო ორი წლის მანძილზე მწვანილის ფასი მკვეთრად დაეცა.

"ბოლო ორი წელია მდგომარეობა ძალიან გაუარესდა. გასულ წლებში კილო მწვანილის ფასი 15, 10, ყველაზე დაბალი 5 ლარი მიანც ღირდა. მაგრამ უკვე ორი წელია 1,5 ლარი ღირს", - აღნიშნა მწვანილით მოვაჭრე გიგლა გაბადაძემ.

მწვანილით მოვაჭრეების თქმით, მწვანილის ბიზნესი მათი ძირითადი შემოსავალია, ამიტომ ფასის დაცემამ სერიოზული ზიანი მიაყენა მათ ოჯახებს.

"ყველას კრედიტები აქვთ აღებული. ხარჯი ვერ გადაფარა შემოსავალმა, პირიქით ვალები დაედო ხალხს. ბევრი მემწვანილე ისეთ დღეში ჩვარდა 5 წელი მაინც დაჭირდება ნორმალურად ფეხზე რომ დადგეს", - აღნიშნავენ გეგუთელი მწვანილით მოვაჭრეები.

ისინი რუსეთსა  და უკრაინას საუკეთესო საბაზრო სივრცედ მიიჩნევენ. თუმცა აღნიშნავენ, რომ ქართულ მწვანილს კონკურენტი გაუჩნდა ირანისა და თურქმენეთის სახით, რომელიც გაცილებით იაფად ყიდის თავსი პროდუქტს რუსეთში.

"თავიდან ხარისხი არ უვარგოდა, ახლა ხარისხის გაუმჯობესებაზეც მუშაობენ", - აღნიშნავს მწვანილით მოვაჭრე ,ავთანდილ აბესაძე.

მწვანილით მოვაჭრეები საუკეთესო ბაზრად მაინც უკრაინასა და რუსეთს მიიჩნევენ. მათი ინფორმაციით, ქართული მწვანილი რუსულ ბაზარზე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების გავლით და სხვა ქვეყნის სახელით ხვდება.

მწვანილით მოვაჭრეების თქმით, მოცემულ მომენტში კილო მწვანილის ფასმა ბაზარზე შეიძლება აიწიოს.

„საქმეს შედარებით კარგი პირი უჩანს“, თუმცა ყველაფერი ბოლო ოთხ თვეზე იქნება დამოკიდებული. 

ჩვენს კითხვაზე გააქვთ თუ არა მწვანილი ევროპულ ბაზარზე გეგუთელი მწვანილით მოვაჭრეები პასუხობენ, რომ ევროპულ ბაზარზე გასვლა ჯერჯერობით გაცილებით რთულია, თანაც ნაკლებმომგებიანი.

"ევროპაში რომ გაიტანო მწვანილი იქ შესაბამისი სტანდარტებით გთხოვენ მწვანილის მიწოდებას. შეფუთული უნდა იყოს და სხვა. აქ შეფუთვის შესაძლებლობა ცოტას თუ ექნება. თანაც შეფუთულ მწვანილს შესაბამისი ტრანსპორტირება ჭირდება. შეფუთულ მწვანილს ერთმანეთზე ევრ დააწყობ კონტეინერში გზაში გაფუჭდება, ამიტომ თუკი შეუფუთავი 12-13 ტონას გადაზიდვას ვახერხებთ უკრაინაში. ევროპის რომელიმე ქვეყანაში 3-4 ტონას თუ გადაიტან ", - აღნიშნავენ მწვანილით მოვაჭრეები.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.