ახალი ამბები
ცენტრალური მოედნისა და წითელი ხიდის რეკონსტრუქცია - კიდევ რა პროექტები დააანონსა მერიამ წინასაარჩევნოდ
FaceBook
ქუთაისის მერია " საპილოტე რეგიონების განვითარების საგრანტე კონკურსის ფარგლებში" 14 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს.
აღმასრულებელმა საკრებულოს პროექტების ჩამონათვალი უკვე წარუდგინა.  შემდგომი ეტაპი მათი სამთავრობო კომისიისთვის წარდგენაა.

"ახლა ეს იდეეები უნდა  დაამტკიცოს სამთავრობო კომისიამ და უკვე მიმდინარე წლიდან დაიწყება მათზე  მუშაობა. შინაარსობრივად გავლილი გვაქვს ეს თემები და მათგან მზაობა არის, რომ ჩვენი მხრიდან სწორად წარდგენის შემთხვევაში, დამტკიცდება"
, - ამბობს მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე. 


საგრანტო კონკურსზე მერიამ შემდეგი პროექტები წარადგინა:

აეროპორტი - ქუთაისის გზატკეცილის მოწესრიგება;

ცენტრალური მოედნის მოწყობა;

ტაბიძის ქუჩის ფასადების რეაბილიტაცია;

ზ. ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის კეთილმოწყობა;

რუას ქუჩის მოწყობა და ტურისტულ ატრაქციად გარდაქმნა;

ჯომარდობის სტარტისა და ფინიშის, მდინარემდე მისასვლ/გამოსასვლელი ბილიკების კეთილმოწყობა;

ხელოვნური საცოცი კედლის მოწყობა;

საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა;

როკ ფესტივალისთვის ინდუსტრიული შენობის  კონსერვაცია და საკონცერტო სივრცედ მოწყობა, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის ხალხმრავალი კონცერტების ჩატარება;

ქალაქის რამდენიმე ადგილას ლაივ კამერების და მონიტორების მონტაჟი. ინიციატივის  ფარგლებში იგეგმება ქუთაისის ტურისტულ ლოკაციებსა და ძირითად ღირსშესანიშნაობებთან  მონიტორები და კამერების მონტაჟი, სადაც შესაძლებელი იქნება ლაივ რეჟიმში უყურო სხვა ქალაქის ქუჩებს და გამვლელებს, მიესალმო და გაესაუბრო ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. 

წყალწითელა - მოწამეთა - გელათი - ბერისციხე მონაკვეთის მარკირებას და საგზაო ნიშნების განთავსება;

DMO Imereti შენობაში ქართული სამზარეულოსა და სუფრის მინიატურული სამზარეულოს მუზეუმის მოწყობა, რომელიც ვიზიტორებს დეტალურად გააცნობს საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს მახასიათებლებს;

მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია;

წითელი ხიდის რეაბილიტაცია;


გრანტის  ჯამური ღირებულება 25 მილიონს შეადგენს. 

მერიაში განმარტავენ, რომ პროექტების დამტკიცების შემთხვევაში მიმდინარე წელს მოხდება ტენდერების გამოცხადება, ხოლო სამუშაოები 2022 წელს  დასრულდება.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა,
22:15 / 04.12.2024
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა, "ქართული ოცნების" მიერ საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ, აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.
15:16 / 04.12.2024
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კომპანია "ენკას" მიერ საარბიტრაჟო დავის მოგების შემდეგ აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაშალეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.