ახალი ამბები
შრომის ინსპექტირების სამსახური ქვეყნის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულებას შეამოწმებს
FaceBook
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახური ქვეყნის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულებას შეამოწმებს.
ამის შესახებ შრომის ინსპექტირების ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 111 კოვიდკლინიკის შემოწმების შემდეგ შრომის ინსპექტირების სამსახური სხვა კლინიკებსაც შეამოწმებს, რათა დაადგინოს არის თუ არა ამ კლინიკებში დარღვევები დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების კუთხით.

"ჯერ სრულად უნდა გავაანალიზოთ პრობლემები, რა ტიპის პრობლემა გვხვდება ამა თუ იმ კლინიკაში, რაც შესაძლოა, გახდეს საფუძველი არა მხოლოდ კოვიდკლინიკების, არამედ ზოგადად ყველა კლინიკის შესწავლის. ვგეგმავთ კიდეც ამას, რომ ყველა კლინიკა შევისწავლოთ იქ არსებული შრომითი ურთიერთობების თვალსაზრისით. საბოლოო სურათის შესაბამისად, ალბათ, სამინისტროში გარკვეული მსჯელობა იქნება ამ პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებით. თუმცა, ამ ეტაპზე არ შემიძლია ვარაუდი გითხრათ, მინიმალური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით იქნება თუ არა მსჯელობა. ცხადია, ჩვენ სამინისტროს გავაცნობთ ამ პოზიციებს. უშუალოდ პოლიტიკის განსაზღვრა კი შემდგომი პროცესია, რომელიც შრომის ინსპექციის კომპეტენცია ვერ იქნება", - განაცხადა ფერაძემ.

ფერაძე კოვიდკლინიკებს მსგავსად, არ გამორიცხავს, დარღვევების გამო სხვა სამედიცინო დაწესებულებებსაც მიეცეთ გაფრთხილება, დაჯარიმდნენ, ან მუშაობის გაგრძელების უფლება შეეზღუდოთ.

"ადმინისტრაციული სახდელი დაიდება ყველა კლინიკის მიმართ, სადაც დარღვევები იქნება. თუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობთ, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. ჩვენ საკითხს შევისწავლით, დარღვევები თუ დაფიქსირდება, გავცემთ მითითებას, ან დავავალებთ კომპანიას, რომ აანაზღაუროს ყველა ის დანაკლისი, რომელიც ამ პროცესში უნდა ყოფილიყო. შედეგზე მაინც გავდივართ''

ბექა ფერაძის თქმით, კოვიდკლინიკების გარდა, სხვა კლინიკების შემოწმებასაც გეგმავენ, თუმცა, როდის დაიწყება ეს პროცესი გადაწყვეტილი არ არის.

შრომის ინსპექტირების სამსახური კოვიდკლინიკების შემოწმების შედეგებს სავარაუდოდ, ოქტომბერში გამოაქვეყნებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.