ახალი ამბები
,, 5-11 წლის ბავშვებში ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია'' - ,,ფაიზერ-ბიონტექი''
FaceBook
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხო და ეფექტურია.
ამის შესახებ "ფაიზერის" და "ბიონტექის" აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა.

"ბოლო 9 თვის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასობით მილიონი 12 წლის ზემოთ ასაკის ადამიანი აცრილია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. ჩვენი სურვილია, რომ მარეგულირებლის ნებართვით, ვაქცინის საშუალებით ახალგაზრდა პოპულაციის დაცვა გავაფართოვოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დელტა ვარიანტის გავრცელებასა და იმ არსებით საფრთხეს ვადევნებთ თვალყურს, რასაც ის ბავშვებს უქმნის", - განაცხადა ,,ფაიზერის'' აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ.

ამ დროისთვის აშშ-ში ვაქცინა ავტორიზებულია 12 წლიდან ასაკობრივ კატეგორიაში.

საქართველოში 4 სხვადასხვა ვაქცინა, ფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი და ასტრაზენეკა არის შემოტანილი. ვაქცინაცია შეუძლია ყველა მსურველს, 16 წელს ზევით.

ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში, ჭიათურასა და ზესტაფონში.

ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი. პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იღებენ. ქუთაისში, ასევე, ხელმისაწვდომია მოძრავი პუნქტი, სადაც აცრის გაკეთებაა შესაძლებელი.

სპეციალური ავტობუსი მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ჩერდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში,მოსახლეობის ნაწილს ღამით ტექნიკური სამუშაოების გამო,
ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
15:03 / 26.11.2021
ქუთაისში,მოსახლეობის ნაწილს ღამით ტექნიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში, დაახლოებით,
90 000 ლარის ღირებულების ოთხი ახალი პროგრამაა
გათვალისწინებული.
14:31 / 26.11.2021
ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში, დაახლოებით, 90 000 ლარის ღირებულების ოთხი ახალი პროგრამაა გათვალისწინებული.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.