ახალი ამბები
,,არასდროს გვქონია კანალიზაცია'' - აქცია ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში
FaceBook
ქუთაისში,  ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს.
ადგილობრივები კანალიზაციის არარსებობას აპროტესტებენ. ამბობენ, რომ ქუჩაზე არც სანიაღვრე არხია მოწყობილი, რის გამოც, ყოველი წვიმის დროს იტბორებიან. მარჯვენა დასახლების მცხოვრებლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

,,არასდროს გვქონია კანალიზაცია, არც სანიაღვრე არხებია მოწესრიგებული. ყოველი  წვიმის დროს ვიტბორებით. ნაგვის ურნებიც კი არ დაგვიდგეს.  მოდიან,  გვპირდებიან გავაკეთებთო, მაგრამ გაკეთებული აქ არაფერია'
',- ამბობს ადგილობრივი დეა გვილავა.

აქციას ,,ლეიბორისტული პარტიის'' წარმომადგენლები შეუერთდნენ. პარტიის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის სამსონ გუგავას თქმით, ქუთაისის მერია ა მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს.

"ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დაკავებულია მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვით და ადამიანები ახსენდებათ წინასაარჩევნოდ, მაშინაც მხოლოდ დაპირებებს გასცემენ. ამ დასახლების პრობლემები არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა კორუფციულ ჭაობშია ჩაფლული ქუთაისის მერია. დასუფთავების სამსახური არის ყველაზე დიდი დაფინანსების მქონე ააიპი და ის ვერ უზრუნველყო, რომ სანაგვე ურნები დაედგა აქ მოსახლეობისთვის. 70 მილიონ ლარამდე დაიხარჯა ბოლო ოთხ წელიწადში წყალანირების სისტემის რეაბილიტაციისთვის და კანალიზაცია ვერ გააკეთა ამ ადამიანებისთვის", - განაცხადა სამსონ გუგავამ. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება ყურადღებას ისევ არ მიაქცევთ, მასშტაბურ აქციებს გამართავენ.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.