ახალი ამბები
რიონის ხეობის "მცველები" ხელშეკრულების შესწავლის პროცესს უნდობლობას უცხადებენ
FaceBook
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის"  წარმომადგენლებისთვის, რომელთა პროტესტის შედეგადაც საზოგადოებამ ნამახვანჰესის, როგორც პრობლემური პროექტის შესახებ შეიტყო, არასანდოა ახლახანს დაწყებული პროცესი.
საუბარია, ჰესის მშენებელ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემსწავლელი კომპანიის შერჩევაზე.  

მოძრაობის ლიდერი ვარლამი გოლეთიანი  ამბობს, რომ მათთვის გაუგებარია  რა პირობებით შეარჩია იუსტიციის სამინისტრომ კომპანია. გარდა ამისა, ისინი პროცესში ჩართული არ იყვნენ, რაც მათ უნდობლობას იწვევს. 

"იუსტიციის სამინისტრომ ეს პროცესი ჩვენგან დამოუკიდებლად წარმართა. პროცესში ჩართული არ ყოფილა არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. შესაბამისად, ეს  საკითხი იწვევს უნდობლობას ჩვენი მხრიდან. გაურკვეველია რა პრინციპით და პირობებით შეარჩია  სამინისტრომ ეს კომპანია", -  განმარტავს  ვარლამ გოლეთიანი. 

მისი თქმით, დოკუმენტების შესწავლის საკითხი ისეთივე გაუმჭვირვალე იქნება, როგორც სამი თვის წინ მხარეებს შორის დაწყებული მედიაციის პროცესი, რომელშიც ჰესის მშენებელი კომპანია "ენკა" არ იყო ჩართული.  ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მედიაცია არასამართლიან პირობებში მიმდინარეობდა, რის გამოც მათ ამ პროცესშიც მონაწილეობაზე უარი თქვეს.

ევროკავშირის ჩართულობით რიონის ხეობის "მცველებსა" და ხელისუფლებას შორის პირველი შეხვედრა 12 ივნისს გაიმართა. ამის შემდეგ შეხვედრები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა, ბოლო ეტაპზე მოძრაობის წევრები პროცესს გამოეთიშნენ. 

რაც შეეხება ხეობაში ჰესის მშენებლობას, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ  სამუშაოები შეჩერებულია და "ენკა" ორმაგ თამაშს თამაშობს, როცა ამბობს, რომ პროცესი არ შეწყვეტილა. 

რიონის ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებელ კომპანია "ენკსა" და საქართველოს მთავრობას შორის დადებულ ხელშეკრულებას საერთაშარისო კომპანია “CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP” ( “CMS”) შეისწავლის.

მხარეებს შორის დადებული კონტრაქტის შემსწავლელი ორგანიზაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოავლინა.

კომპანიამ უნდა მოახდინოს ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზი და შეადაროს საერთაშორისო პრაქტიკას.

კომპანია "ენკაში" განმარტავენ, რომ პროსცეში არ ერევიან. მათი თქმით, საკითხის სრულ კოორდინირებას იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს.

უწყებამ დოკუმენტის შემსწავლელი ორგანიზაციის გამოსვლენად სახელმწიფო შესყიდვა მაისში,  მას შემდეგ გამოაცხადა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროს ხელშეკრულების შესწავლა დაავალა.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ხეობაში ჰესის მშენებლობას ყურადღება ფართომასშტაბიანი აქციების გამართვის და ხეობის "მცველების" სისტემატური პროტესტის შემდეგ მიაქცია.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას სპეციალისტები ქვეყნის ინტერესების საზიანოს უწოდებენ.

ადგილობრივების პროტესტი 316 დღეა უწყვეტად გრძელდება.

მათი მოთხოვნაა:

გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ;

გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;

თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. გამოვლინდნენ უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 25 მაისის დღის პირველ ნახევრამდე
საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი,
17:22 / 22.05.2022
23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 25 მაისის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი,
უკრაინელმა დეპუტატებმა ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის
გახანგრძლივების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებას მხარი დაუჭირეს,
15:42 / 22.05.2022
უკრაინელმა დეპუტატებმა ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებას მხარი დაუჭირეს,

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.