ახალი ამბები
,, ლეტალობის მაჩვენებელი მაღალია 70-80 წელს ზემოთ მოქალაქეებში'' - ეკატერინე ტიკარაძე
FaceBook
კოვიდვაქცინაზე 60 წელს ზემოთ მოქალაქეების აქტივობა დაბალია, ხოლო მაღალია მათი ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია 80-70 წელს ზემოთ მოქალაქეებში.

"ცალსახად გამოიკვეთა ცუდი მაჩვენებელი  ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია 70-80 წელს ზემოთ მოქალაქეებში, ასევე ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაღალია 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში.როდესაც ეს მონაცემები ჩვენ შევადარეთ ვაქცინაციის პროპორციასა და, ასევე ვაქცინირებულ მოქალაქეებში ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს, გამოიკვეთა, რომ ძალიან დაბალია მოქალაქეების აქტივობა 60 წელს ზევით. მნიშვნელოვანია, საბჭომ იმსჯელოს ყველა იმ მნიშვნელოვან წამახალისებელ ღონისძიებაზე, რომელიც გააქტიურებს ჩვენი მოქალაქეების იმ ჯგუფს, რომელთაც აქვთ ყველაზე მაღალი რისკები", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

მინისტრის თქმით, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად იმსჯელებენ სხვადასხვა ფინანსურ, წამახალისებელ ღონისძებებზე, რომელიც შეიძლება, გახდეს აცრის მოტივატორი პენსიონერი მოქალაქეებისთვის.

60 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის შესაძლოა, რთული შეიძლება იყოს რეგისტრაცია, გადაადგილება, ინფორმციაზე ხელმისაწვდომობა. პირველი და მნიშვნელოვანი აქტივობა იქნება ოჯახის ექიმების მხრივ. მათ დაევალებათ, რომ თავიანთ უბნებზე საინფორმაციო ღონისიძებები ჩაატარონ. ჩვენი ძირითადი ამოცანა და ბერკეტი არის, რომ მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდების შედეგად, ნებეყოფლობით მოხდეს მოქალაქეების აცრა. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ვიმსჯელოთ სხვადასხვა ფინანსურ, წამახალისებელ ღონისძებაზე, რომელიც შეიძლება, გახდეს მოტივატორი ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის. ასევე, რაიონულ და რეგიონულ დონეზე ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, რათა გამოიკვეთოს, რომელ რეგიონში რომელი ღონისძიება შეიძლება იყოს უფრო ეფექტური", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა.

გარდაიცვალა კიდევ 60 ადამიანი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 977 ადამიანი ემსხვერპლა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.