ახალი ამბები
ქვეყანაში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 449 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 313 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 236 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 571 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 570 493-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.73%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.69% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.69%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 668 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 527 337. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 977 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 571 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, აჭარა - 224, იმერეთი - 414, ქვემო ქართლი - 195, შიდა ქართლი - 172, გურია - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 204, კახეთი - 242, მცხეთა-მთიანეთი - 49, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 153 საიდანაც 6 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 808, აჭარაში - 732, იმერეთში - 1 077. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 512 პირი, მათ შორის, თბილისში - 654, აჭარაში - 152, იმერეთში - 350.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი, მათგან თბილისში - 226, აჭარაში - 34, იმერეთში - 29. 2 072 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 032 - თბილისში, 631 - აჭარაში. 2661 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 86 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 79, ხოლო აჭარაში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 7 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 134 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 159 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 997 პირი, აჭარაში - 4 045, იმერეთში - 3 218.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლის საკითხი წლებია
განხილვის საგანია.



მისი დემონტაჟის მოთხოვნა სხვადასხვა დროს ჰქონდათ
როგორც სამოქალაქო აქტივისტებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მიუხედავად არაერთი განცხადებისა და ინიციატივისა,
ძეგლის ბედი დღემდე საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

ახლა, როდესაც ზურაბ გამსახურდიასა და ირაკლი აბაშიძის გამზირებს
შორის მდებარე, ე.წ. კიკვიძის სკვერის რეაბილიტაცია იწყება, ვასილ
კიკვიძის ძეგლის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ძეგლის
აღება სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება, თუმცა ამ ეტაპზე
ზუსტი პასუხი არ აქვთ — დაბრუნდება თუ არა ვასილ კიკვიძის ძეგლი
განახლებულ სივრცეში.
სატენდერო დოკუმენტაციის განმარტებით ბარათში
აღნიშნულია, რომ პროექტი ითვალისწინებს „არსებული ძეგლის ადგილის
შეცვლას შესაბამის ტერიტორიაზე“.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, სკვერის განახლების ფარგლებში დაგეგმილია
არსებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, ახალი ქვაფენილის მოწყობა,
გამწვანება, განათების სისტემის განახლება, ფანტანის რეაბილიტაცია,
საბავშვო და მინი სპორტული მოედნების მოწყობა.

როგორ დაიწყო ძეგლის გარშემო დავა
ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნა
განსაკუთრებით აქტუალური 2014 წლიდან გახდა. მისი აღების ერთ-ერთი
პირველი მოთხოვნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“
მხრიდან გაჟღერდა.
ორგანიზაცია აცხადებდა, რომ კიკვიძის ძეგლი საბჭოთა
იდეოლოგიასთან დაკავშირებული სიმბოლო იყო და მისი არსებობა ქალაქის
ცენტრალურ სივრცეში მიუღებელი იყო.
2015 წელს აღნიშნულ მოთხოვნას ქუთაისის მაშინდელმა
მერმა შოთა მურღულიამ უპასუხა. მისი პოზიცია იყო, რომ
ძეგლის ადგილზე ყოფნა ქალაქისთვის გადამწყვეტ პრობლემას არ
წარმოადგენდა.
„ის ძეგლი ადგილზე რომ იყოს, ქვეყანა არ ინგრევა.
სახელს არ ვიტყვი, მაგრამ თუკი ცხრა წელი იმ ძეგლს უყურებდა, ეს ერთი
წელიც მოითმინოს“, — განაცხადა მაშინ შოთა მურღულიამ.

ინიციატივები ძეგლის შეცვლის შესახებ

კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის საკითხზე სხვადასხვა ინიციატივა წლების
განმავლობაში არაერთხელ გაჩნდა.
„ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ლაშა
ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ თუ მუნიციპალიტეტს ძეგლის
აღებისთვის საკმარისი თანხა არ ექნებოდა, მზად იყო, თავად გაეღო 1000
ლარი დემონტაჟის ხარჯებისთვის.
ძეგლის აღების მოთხოვნით ქუთაისის მერიას წერილობითაც
მიმართავდნენ. საკითხზე იმსჯელა ქუთაისის გენდერული თანასწორობის
საბჭომაც, რომელმაც რეკომენდაციათა პაკეტში კიკვიძის ძეგლის
დემონტაჟის საკითხი შეიტანა.
ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა ქუთაისის საკრებულოს
კულტურის, ახალგაზრდობისა და ძეგლთა დაცვის კომისიამაც, რის შემდეგაც
საკითხი აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეგზავნა.
მოგვიანებით, 2019 წელს ვასილ კიკვიძის ძეგლის საკითხი კვლავ
გააქტიურდა.
იმ პერიოდში ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია აცხადებდა,
რომ კიკვიძის ძეგლის არსებობა თავისუფალ და დემოკრატიულ პრინციპებთან
შეუთავსებელი იყო.
იმავე წელს ქუთაისის საკრებულომ ონლაინ გამოკითხვაც ჩაატარა. მოქალაქეებს
ეკითხებოდნენ, უნდა მომხდარიყო თუ არა ვასილ კიკვიძის ძეგლის
დემონტაჟი და მის ადგილზე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას
ძეგლების განთავსება.
გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა
იდეას, თუმცა საბოლოოდ ეს ინიციატივა არ განხორციელდა და კიკვიძის
ძეგლი ადგილზე დარჩა.

ამ პერიოდში ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით აქტიურობდნენ სამოქალაქო
აქტივისტებიც, მათ შორის აკაკი საღინაძე. მისი და სხვა აქტივისტების
პოზიციით, საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებული მონუმენტი ქალაქის საჯარო
სივრცეში აღარ უნდა ყოფილიყო.
ვასილ კიკვიძის ძეგლის საკითხი იოსებ
ხახალეიშვილის მერობის პერიოდშიც გააქტიურდა.
2022 წელს ქუთაისის მერმა განაცხადა, რომ ძეგლის
დემონტაჟი კიკვიძის სკვერის რეკონსტრუქციის ფარგლებში უნდა
მომხდარიყო. მისი თქმით, საკითხი არ გულისხმობდა ძეგლის განადგურებას
და განიხილებოდა მისი სხვა სივრცეში გადატანაც.
თუმცა, მომდევნო პერიოდში ძეგლის დემონტაჟი არ
განხორციელებულა.
წლების განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფისა და პირის მიერ დაყენებული
მოთხოვნა ახლა უკვე კიკვიძის სკვერის რეაბილიტაციის პროცესს
დაუკავშირდა.
პროექტით გათვალისწინებულია ძეგლის ადგილმონაცვლეობა,
თუმცა უცნობია, სად გადაიტანენ ვასილ კიკვიძის მონუმენტს და
დაბრუნდება თუ არა ის განახლებულ სკვერში.
ვასილ კიკვიძე 1895 წელს დაიბადა ქუთაისში. იგი
ახალგაზრდა ასაკიდანვე ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. მონაწილეობდა
პირველ მსოფლიო ომში. იყო მემარცხენე ესერი.

1917 წელს მეომარ-რევოლუციონერთა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის
თავმჯდომარედ აირჩიეს. 1917-1918 წლებში მონაწილეობდა უკრაინის
განმათავისუფლებელი ბრძოლის წინააღმდეგ წარმოებულ შეტაკებებში.
ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი უშუალოდ იყო ჩართული უკრაინის
ქალაქ ჟიტომირის აღებაში, რომელიც ქუთაისის დაძმობილებული ქალაქია.
იბრძოდა თეთრგვარდიელების წინააღმდეგ. დაიღუპა 24 წლის ასაკში, 1919
წლის იანვარში.
წითელარმიელი ვასილ კიკვიძის ძეგლი ქუთაისში გასული
საუკუნის 60-იანი წლებში განთავსდა, რომელიც მოქანდაკე ვალერიან
მიზანდარმა შექმნა.
13:24 / 09.07.2026

ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლის საკითხი წლებია განხილვის საგანია.




მისი დემონტაჟის მოთხოვნა სხვადასხვა დროს ჰქონდათ როგორც სამოქალაქო აქტივისტებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მიუხედავად არაერთი განცხადებისა და ინიციატივისა, ძეგლის ბედი დღემდე საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.


ახლა, როდესაც ზურაბ გამსახურდიასა და ირაკლი აბაშიძის გამზირებს შორის მდებარე, ე.წ. კიკვიძის სკვერის რეაბილიტაცია იწყება, ვასილ კიკვიძის ძეგლის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ძეგლის აღება სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი პასუხი არ აქვთ — დაბრუნდება თუ არა ვასილ კიკვიძის ძეგლი განახლებულ სივრცეში.

სატენდერო დოკუმენტაციის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ პროექტი ითვალისწინებს „არსებული ძეგლის ადგილის შეცვლას შესაბამის ტერიტორიაზე“.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, სკვერის განახლების ფარგლებში დაგეგმილია არსებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, ახალი ქვაფენილის მოწყობა, გამწვანება, განათების სისტემის განახლება, ფანტანის რეაბილიტაცია, საბავშვო და მინი სპორტული მოედნების მოწყობა.


როგორ დაიწყო ძეგლის გარშემო დავა

ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნა განსაკუთრებით აქტუალური 2014 წლიდან გახდა. მისი აღების ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ მხრიდან გაჟღერდა.

ორგანიზაცია აცხადებდა, რომ კიკვიძის ძეგლი საბჭოთა იდეოლოგიასთან დაკავშირებული სიმბოლო იყო და მისი არსებობა ქალაქის ცენტრალურ სივრცეში მიუღებელი იყო.

2015 წელს აღნიშნულ მოთხოვნას ქუთაისის მაშინდელმა მერმა შოთა მურღულიამ უპასუხა. მისი პოზიცია იყო, რომ ძეგლის ადგილზე ყოფნა ქალაქისთვის გადამწყვეტ პრობლემას არ წარმოადგენდა.

„ის ძეგლი ადგილზე რომ იყოს, ქვეყანა არ ინგრევა. სახელს არ ვიტყვი, მაგრამ თუკი ცხრა წელი იმ ძეგლს უყურებდა, ეს ერთი წელიც მოითმინოს“, — განაცხადა მაშინ შოთა მურღულიამ.


ინიციატივები ძეგლის შეცვლის შესახებ


კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის საკითხზე სხვადასხვა ინიციატივა წლების განმავლობაში არაერთხელ გაჩნდა.

„ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ თუ მუნიციპალიტეტს ძეგლის აღებისთვის საკმარისი თანხა არ ექნებოდა, მზად იყო, თავად გაეღო 1000 ლარი დემონტაჟის ხარჯებისთვის.

ძეგლის აღების მოთხოვნით ქუთაისის მერიას წერილობითაც მიმართავდნენ. საკითხზე იმსჯელა ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომაც, რომელმაც რეკომენდაციათა პაკეტში კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის საკითხი შეიტანა.

ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა ქუთაისის საკრებულოს კულტურის, ახალგაზრდობისა და ძეგლთა დაცვის კომისიამაც, რის შემდეგაც საკითხი აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეგზავნა.

მოგვიანებით, 2019 წელს ვასილ კიკვიძის ძეგლის საკითხი კვლავ გააქტიურდა.

იმ პერიოდში ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია აცხადებდა, რომ კიკვიძის ძეგლის არსებობა თავისუფალ და დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელი იყო.

იმავე წელს ქუთაისის საკრებულომ ონლაინ გამოკითხვაც ჩაატარა. მოქალაქეებს ეკითხებოდნენ, უნდა მომხდარიყო თუ არა ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი და მის ადგილზე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ძეგლების განთავსება.

გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა იდეას, თუმცა საბოლოოდ ეს ინიციატივა არ განხორციელდა და კიკვიძის ძეგლი ადგილზე დარჩა.


ამ პერიოდში ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით აქტიურობდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც, მათ შორის აკაკი საღინაძე. მისი და სხვა აქტივისტების პოზიციით, საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებული მონუმენტი ქალაქის საჯარო სივრცეში აღარ უნდა ყოფილიყო.

ვასილ კიკვიძის ძეგლის საკითხი იოსებ ხახალეიშვილის მერობის პერიოდშიც გააქტიურდა.

2022 წელს ქუთაისის მერმა განაცხადა, რომ ძეგლის დემონტაჟი კიკვიძის სკვერის რეკონსტრუქციის ფარგლებში უნდა მომხდარიყო. მისი თქმით, საკითხი არ გულისხმობდა ძეგლის განადგურებას და განიხილებოდა მისი სხვა სივრცეში გადატანაც.

თუმცა, მომდევნო პერიოდში ძეგლის დემონტაჟი არ განხორციელებულა.

წლების განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფისა და პირის მიერ დაყენებული მოთხოვნა ახლა უკვე კიკვიძის სკვერის რეაბილიტაციის პროცესს დაუკავშირდა.

პროექტით გათვალისწინებულია ძეგლის ადგილმონაცვლეობა, თუმცა უცნობია, სად გადაიტანენ ვასილ კიკვიძის მონუმენტს და დაბრუნდება თუ არა ის განახლებულ სკვერში.

ვასილ კიკვიძე 1895 წელს დაიბადა ქუთაისში. იგი ახალგაზრდა ასაკიდანვე ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. იყო მემარცხენე ესერი.

1917 წელს მეომარ-რევოლუციონერთა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1917-1918 წლებში მონაწილეობდა უკრაინის განმათავისუფლებელი ბრძოლის წინააღმდეგ წარმოებულ შეტაკებებში. ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი უშუალოდ იყო ჩართული უკრაინის ქალაქ ჟიტომირის აღებაში, რომელიც ქუთაისის დაძმობილებული ქალაქია. იბრძოდა თეთრგვარდიელების წინააღმდეგ. დაიღუპა 24 წლის ასაკში, 1919 წლის იანვარში.

წითელარმიელი ვასილ კიკვიძის ძეგლი ქუთაისში გასული საუკუნის 60-იანი წლებში განთავსდა, რომელიც მოქანდაკე ვალერიან მიზანდარმა შექმნა.

ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მიმდებარედ და ქუთაისი–წყალტუბოს
ავტომაგისტრალის გზისპირზე არსებული ნაგავსაყრელების პრობლემასთან
დაკავშირებით „ქუთაისიპოსტმა“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაციას კითხვით მიმართ, რა ღონისძიებები ტარდება და რას
გეგმავს უწყება პრობლემის მოსაგვარებლად.
10:39 / 09.07.2026
ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მიმდებარედ და ქუთაისი–წყალტუბოს ავტომაგისტრალის გზისპირზე არსებული ნაგავსაყრელების პრობლემასთან დაკავშირებით „ქუთაისიპოსტმა“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას კითხვით მიმართ, რა ღონისძიებები ტარდება და რას გეგმავს უწყება პრობლემის მოსაგვარებლად.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.