ახალი ამბები
ჯანმოს წარმომადგენელი - არავაქცინირებული ადამიანის ვაქცინირება სიცოცხლეებს გადაარჩენს
FaceBook
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები კორონავირუსის ე.წ. "ბუსტერ" დოზებზე დროებითი მორატორიუმის დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ

ისინი აცხადებენ, რომ დამატებით დოზით ადამიანების აცრაზე ბევრად მნიშვნელოვანი იმ ადამიანების ვაქცინაციაა, რომლებიც ჯერ კიდევ არავაქცინირებულები არიან.

"ანალოგიებით რომ ვისაუბროთ, ეს ნიშნავს, რომ დამატებით სამაშველო ჟილეტებს ვაძლევთ მათ, ვისაც ეს ჟილეტები უკვე აქვთ. სხვა ადამიანებს კი სამაშველო ჟილეტის გარეშე დასახრჩობად ვტოვებთ. ეს არის რეალობა,"- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების დირექტორმა მაიკ რაიანმა.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის მთავარმა მრჩეველმა ბრიუს ეილვარდმაც.

"ქვეყნებმა დაიწყეს ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკუთარი არჩევანის გაკეთება. საერთაშორისო საზოგადოება კარგავს ერთად მუშაობის სოლიდარობას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პანდემიის დასასრულებლად. ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, იძლევა თუ არა "ბუსტერ" დოზები დიდ განსხვავებას, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რაც შეიძლება მეტი არავაქცინირებული ადამიანის ვაქცინირება სიცოცხლეებს გადაარჩენს,"- აღნიშნა ეილვარდმა.

შეგახსენებთ, ე.წ. "ბუსტერ" დოზებით მოსახლეობის გარკვეული კატეგორიის ვაქცინაციის გადაწყვეტილება რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო, მათ შორის აშშ-მა, ისრაელმა, გერმანიამ და საფრანგეთმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.