ახალი ამბები
ვაქცინაციის საბუთი, ან ტესტის პასუხი - ახალი რეგულაციები, რომლებზეც ბანკები მსჯელობენ
FaceBook
საბანკო ასოციაცია, სექტორში დასაქმებულ თანამშრომელთა უსაფრთხოებასთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, შესაძლოა კოვიდ პასპორტის, ან კორონავირუსის ტესტირების პასუხის გარეშე, შესაძლოა ბანკებში შესვლა აიკრძალოს

საბანკო ასოციაციის განცხადებას ,,ქუთაისიპოსტი" უცვლელად გთავაზობთ გთავაზობთ:

,,ქვეყანაში შექმნილი მძიმე კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი, ფინანსური სექტორი, რომელიც ყოველდღიურად ოპერირებს წინა ხაზზე და შეუფერხებლად აწვდის მომსახურებას თავის მომხმარებლებს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ვაქცინაციის პროცესის წახალისებას და მაქსიმუმს გააკეთებს თანამშრომელთა უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენი, როგორც საბანკო ასოციაციის მნიშვნელოვანი მიზანია, დავიცვათ ჩვენს სექტორში დასაქმებული ადამიანები კოვიდ ინფექციისგან, ასევე ვიზრუნოთ იმ მომხმარებლების უსაფრთხოებაზე, ვინც ყოველდღიურად სტუმრობენ საბანკო ფილიალებს. მაქსიმალურად წახალისებულია დისტანციური სერვისების მოხმარება და ამავდროულად დაცულია უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები ფილიალებში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ვაქცინაცია და უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით შესრულება ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალია ჩვენი ქვეყნისთვის, დავძლიოთ ის უზარმაზარი გამოწვევა, რაც პანდემიამ ქვეყნის მოსახლეობას და ეკონომიკას შეუქმნა. ამ მიზეზით, ვაქცინაციის მხარდასაჭერად ბანკებში არაერთი საინფორმაციო და წამახალისებელი აქტივობა გაკეთდა, აგვისტოს მონაცემებით, სექტორში დასაქმებულთა 50%-ზე მეტი უკვე აცრილია ან რეგისტრირებულია აცრაზე, ბანკები აქტიურად აგრძელებენ ამ მიმართულებით ერთობლივ მუშაობას. ვფიქრობთ, რომ შექმნილ სიტუაციაში, ჩვენი, როგორც ათიათასობით ადამიანის დამსაქმებლის როლი და პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია, შესაბამისად პრიორიტეტად მივიჩნევთ ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნებას, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, რა მიზეზითაც, ექსპერტების ჩართულობით განვიხილავთ დამატებითი რეგულაციების შემოტანას, რაც უზრუნველყოფს, როგორც ჩვენი გუნდების და მილიონობით მომხმარებლის, უსაფრთხოებას, ისე დადებით მაგალითს მისცემს სხვა დამსაქმებლებსაც და სექტორსაც. რეგულაციების ფარგლებში განიხილება საერთაშორისო გამოცდილების და საქართველოში სხვა სექტორებში უკვე არსებული პრაქტიკის გაზიარება, რაც გულისხმობს ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას ან რეგულარულ ტესტირებას. ვფიქრობთ ამ ნაბიჯებით ბევრი სიცოცხლის გადარჩენას და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას შევუწყობთ ხელს",- ნათქვამია განცხადებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.