ახალი ამბები
ხუთი ყველაზე გავრცელებული მითი კოვიდვაქცინებზე
FaceBook

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებზე, ,,ქუთაისიპოსტი" იმუნოლოგების არგუმენტირებულ პასუხებს გთავაზობთ


მითი 1 - აცრა ვირუსისგან არ იცავს, რადგან აცრილი ადამიანი, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ისევე გადამდებია, როგორც აუცრელი

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის, ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, დელტა შტამის შემთხვევაში, მართალია ვირუსის გადამდები აცრილი ადამიანიცაა და აუცრელიც, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ვირუსის დამარცხების შანსი გაცილებით მეტი აქვს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ადამიანს.

,,70% დაავადების განვითარებას ხელს უშლის აცრა, ეს ძალიან დიდი პროცენტია. ამიტომ, თუ ინფიცირდება სრულად ვაქცინირებული ადამიანი, იქნება მსუბუქ ფორმებში და ვირუსს დაამარცხებს ადვილად.''

მითი 2 - ვაქცინით ადამიანის დნმ იცვლება

ალერგოლოგ-იმუნოლოგის განმარტებით, ვაქცინებს დნმ-ში შეღწევა არ შეუძლიათ.

,,ვაქცინას არ შეუძლია უკარნახოს ორგანიზმს საკუთარი ცილების სინთეზი, მაგრამ დაშვებაც რომ გავაკეთოთ ეს შეუძლებელია, ბოლო 50 წელია ასეთი ვაქცინები არსებობს და არავის შეცვლია დნმ''.

მითი 3 - ვაქცინა იწვევს უშვილობას

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ეს მითი ყველაზე გავრცელებულია და მგრძნობიარე საკითხია საზოგადოებისთვის.

,,ამის მაგალითად გამოდგება დავადება პოლიომელიტი, რომელიც სულ რამდენიმე ქვეყანაში არის დარჩენილი. სხვაგან ყველგან ლიკვიდირებულია. ყველაზე მეტი მაჩვენებელი ავღანეთში და პაკისტანშია. ადგილობრივი ჯგუფები, თალიბები ავრცელებენ სპეციალურად. აცრებზე კი რომელიც ამ დაავადებას აარიდებდა ადამიანებ, ამბობენ, რომ იმისთვისაა, გამრავლება შეწყდეს. ეს არის ყველაზე ძლიერი იარაღი ანტივაქსერების. ანალოგიურად ცრუ ინფორმაციის გავრცელება ხდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზეც. დღეს რასაც ჩვენ ვხედავთ, არც ,,ფაიზერის'', არც სხვა რომელიმე ვაქცინას უშვილობასთან არანაირი კავშირი არ აქვს''.

მითი 4 - რამდენიმე წელში აცრილი ადამაინების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება

ბიძინა კულუმბეგოვი ამ მითს კონსპირაციული ჯგუფების მიერ შექმნილს უწოდებს.

,,ვაქცინით ბოლო საუკუნეების განმავლობაში ადამიანების სიცოცხლეს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ ემუქრება, ვაქცინით სარგებელი 3 მილიონზე მეტ ბავშვს მოიცავს, ამიტომ ეს არის მტკნარი სიცრუე''.

მისივე თქმით, ვაქცინის გვერდითი მოვლენა 3-4 დღის განმავლობაში შესაძლოა გაგრძელდეს, ერთ თვეზე მეტი კი ბიოლოგიურად შეუძლებელია.

მითი 5 - ვაქცინაციამდე სავალდებულოა გამოკვლევების ჩატარება

ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებამდე გამოკვლევის ჩატარების რეკომენდაცია არ არსებობს არცერთ ქვეყანაში.

"ძალიან დიდი ბოდიში ჩემს იმ კოლეგებთან, ვინც ამას არეკლამებენ, მაგრამ ეს არის იმისთვის, რომ ადამიანებს ფული დაახარჯინონ ანალიზების კეთებაში. კატეგორიულად ვამბობ, არცერთი რეკომენდაციით, არცერთი ანალიზის ჩატარება ვაქცინის წინ საჭირო არ არის. არ არსებობს ბუნებაში ალგორითმი, რომ ამ დროს საჭიროა და ამ დროს არ შეიძლება. ეს არის ტყუილი".

ალერგოლოგ-იმუნოლოგის თქმითვე, ვაქცინის შემდეგ ასევე დასაშვებია ჩახუტებაც, რადგან ვაქცინები არ შეიცავს ცოცხალ ვირუსებს და იმუნიზაციის შემდეგ ადამიანი გადამდები თეორიულადაც ვერ იქნება და არც კოვიდის სადიაგნოსტიკო ტესტები არ შეიძლება იყოს აცრის შემდეგ დადებითი. 

23 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 979 813 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 685 448 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.0%. სრულად ვაქცინირებულია 294 365 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 10.3%. 

სპეციალისტების თქმით, საქართველოში იმუნიზაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი, ქვეყანაში არსებული მძლავრი ანტივაქსერული ტალღისა და ვაქცინებთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციების გავრცელებაის გამოა. 

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო.

ქვეყანაში აცრა მიმდინარეობს ვაქცინებით: "ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი", "სინოვაკი".



 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.