ახალი ამბები
ქუთაისის "ტორპედო" არ გაიყიდა
FaceBook
"ტორპედოს" გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა.

კლუბის შეძენით არავინ დაინტერესდა. მერია ქუთაისურ კლუბს 567 017 ლარად ყიდდა.

ადგილობრივი თვითმმართველობა  პოტენციურ ინვესტორს 15 მოთხოვნას უყენებდა. მთავარი პირობა კლუბის დავალიანების გასტუმრება იყო, რომელიც მერიის ინფორმაციით, 2 470 000 ლარია. ახალ მფლობელს თანხა წლის ბოლომდე უნდა გადაეხადა. ასევე, კლუბის განვითარებისთვის ყოველწლიურად მინიმუმ ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ინვესტორს თავად  უნდა მოეძებნა  დონორები და  შემოსავლის ალტერნატიული წყაროები.

"ფეხბურთის განვითარების ფონდის" დაფინანსების შემთხვევაში ეს თანხა  ყოველწლიურად იქნებოდა 2 500 000 ლარი, ხოლო, ფონდის ფუნქციონირების შეწყვეტის შემთხვევაში,  4 მილიონი ლარი. მოზიდული თანხის 10%  უნდა მოხმარებოდა კლუბის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას.

ახალ მფლობელს ყოველწლიურად უნდა მოეპოვებინა უეფასა და ეროვნული ლიცენზიები. წელიწადში 100-დან 200 ბავშვამდე კონტიგენტისთვის უნდა უზრუნველეყო საფეხბურთო სკოლა-აკადემიისა და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება.
ქუთაისის მერია კლუბის პოტენციური მფლობელისგან, ასევე, არაღიარებული ფინანსური ვალდებულებების შესრულებას ითხოვდა.

ქუთაისის მერიამ "ტორპედო" აუქციონზე პირველად 2017 წელს გაიტანა. მაშინ კლუბი 300 000 ლარად გაიყიდა, თუმცა, ზაალ ჩაჩავამ ვალდებულებები ვერ შეასრულა და კლუბი დატოვა. ამის შემდეგ "ტორპედოთი" იტალიელ ინვესტორთა ჯგუფი დაინტერესდა, რომლებმაც ასევე, არ შეასრულეს ქუთაისის მერიის წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებები.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ტორპედო
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების
ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
11:02 / 26.04.2024
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.