ახალი ამბები
,,შემოდგომიდან 12 წლის ასაკიდან აცრებს დავიწყებთ'' - ამირან გამყრელიძე
FaceBook
საქართველოში იმუნიზაციის პროცესში  12 წელს მიღწეული პირების ჩართვაზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.
მისი თქმით, ასაკობრივი ზღვარის დაწევაზე მსჯელობა მიმდინარეობს როგორც იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტში, ისე საკოორდინაციო საბჭოზე და ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან შესაბამის რეკომენდაციას ელოდება.

"ბევრმა ქვეყანამ თავისი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლის ასაკიდან მოზარდებს, ძირითადად "ფაიზერით" და "მოდერნათი", რადგან კლინიკური კვლევები ამ ორ ვაქცინაზე ამ ასაკში დიდი ხანია დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტურია. ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებებს. როგორც კი ეს რეკომენდაციები იქნება ძლიერი მარეგულირებლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, შემოდგომაზე ჩვენც დავიწყებთ ამ ასაკის ბავშვების აცრებს,"
– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 16 წლის ასაკიდან კეთდება.

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი  2021 წლის 15 მარტიდან მიმდინარეობს.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ოთხი ვაქცინაა ხელმისაწვდომი: "ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი", "სინოვაკი" .
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #იმუნიზაცია
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.