ახალი ამბები
ქუთაისში ტურისტების რაოდენობა გაორმაგდა
FaceBook
DMO Imereti- ს ინფორმაციით, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, ტურიზმი 70%-ით გაიზარდა.

მაისის თვეში ქუთაისს 180 ტურისტი ეწვია, ივნისში მათი რაოდენობა 475-მდე გაიზარდა, ხოლო ივლისში ტურისტთა ნაკადი გაორმაგდა და ქალაქს 882 ტურისტი ესტუმრა.

ყველაზე მეტი ტურისტი ქუთაისს ყაზახეთიდან ეწვია, შემდეგ პოლინეთიდან, ლიეტუვადან,  გერმანიიდან და ლატვიიდან.

,,2020 წელთან შედარებით 2021 წლის მონაცემების შეფასება მხოლოდ საიმედო და პოზიტიურ კონტექსტში შეიძლება. ეს ბუნებრივიცაა სრული სტაგნაციისა და არაპროგნოზირებადი სიტუაციის შემდეგ. 2021 წლის დასაწყისში გახსნილი საზღვრების, დარეგულირებული კოვიდ სიტუაციისა და განსაზღვრული რეგულაციების ფონზე, სიტუაცია ტურიზმში,როგორც ქვეყნის მაშტაბით, ასევე ჩვენს რეგიონში საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამოქმედებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ვიზიარის ბაზის დაბრუნება, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა, ჩვენს ბაზარზეც ადეკვატურად აისახა და ტურისტულ სტატისტიკაზეც",
- აცხადებს DMO Imereti - ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი.

საქსტატის კვლევის თანახმად,  საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 3,28 მილიონმა ადგილობრივმა ვიზიტორმა 3,7 მილიონი ვიზიტი განახორციელა და ამ ვიზიტებისას 552,6 მილიონი ლარი დახარჯა. მათ მიერ გაწეული ხარჯების მონაცემი გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 44,9%-ით აღემატება, ხოლო ვიზიტები წლიურად 23,4%-ით არის გაზრდილი. ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 22%-ით და 149,2 ლარს უტოლდება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივნისში ქვეყანაში სულ 146 664 უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიის პერიოდისთვის უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელია. ივნისის თვეში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის იმავე პერიოდს 286,8%-ით აღემატება, თუმცა 2019 წლის ივნისის რაოდენობას 80%-ით ჩამორჩება.

გასულ 2020 წელს, ტურიზმის სექტორმა უცხოელი ვიზიტორებისგან 541,7 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება მიმდინარე წლის შემოსავლებს, 2021 წლის იანვარ-მაისში უცხოური ტურიზმიდან 176,5 მილიონი დოლარი შემოვიდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ტურიზმი
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.