ახალი ამბები
ქუთაისში ამცრელი ცენტრების მიმართულებით მოძრავი ავტობუსების მარშრუტი
FaceBook
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მსურველებისთვის, ვისაც კერძო ავტომობილი არ ჰყავს, ქუთაისის მერიამ სპეციალური ავტობუსები დანიშნა.

დეტალური გეგმის გამოქვეყნება მერიამ მხოლოდ დღის მეორე ნახევარში შეძლო, მაშინ, როცა მუნიციპალური ტრანსპორტი დილიდან არ მუშაობს და მოქალაქეებს სამედიცინო დაწესებულებებამდე მისვლა გაძვირებული ტაქსით უწევთ. ადგილობრივ თვითმმართველობას პრობლემის გადაჭრისთვის ორი დღე ჰქონდა, თუმცა, საკითხის დროულად მოგვარება მაინც ვერ შეძლო.

სპეციალური ტრანსპორტი ვაქცინაციის დიდი ცენტრების მიმართულებით, შემდეგი მარშრუტებით იმოძრავებს:

1. მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში, კახიანოურის ადმინისტრაციული ერთეულის გავლით - #4 პოლიკლინიკის მიმართულებით;

2. ძელქვიანის ადმინისტრაციულ ერთეულში - კლინიკა "ჰერას" მიმართულებით;

3.ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში - მაღაზია "ემბავუდიდან" "თეგეტამოტორსის" მიმდებარე ტერიტორიამდე, #4 პოლიკლინიკის მიმართულებით;

4.ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში - საპატრულო პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, #4 პოლიკლინიკის მიმართულებით;

5. სულხან -საბას ადმინისტრაციულ ერთეულში - სავაჭრო ცენტრ "ოთხიანის " მიმდებარე ტერიტორიიდან, გუგუნავას ქუჩა.

6. საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში - საფიჩხიის ცენტრიდან;

7. გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში - ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ;

8. ქალაქ-მუზეუმის ადმინისტრაციულ ერთეულში - ცენტრალური ბაღის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან;

9. უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში - გამარჯვების მოედნიდან;

10. გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში - კინოთეატრ "სულიკოს" მიმდებარე ტერიტორიიდან.

11. ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში - ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან.

საგანგებოდ გამოყოფილი ტრანსპორტი იმოძრავებს

10 :00 საათიდან 18:00 საათამდე.

აცრის მსურველებს წინასწარი რეგისტრაცია არ დასჭირდებათ, ისინი რეგისტრაციას ადგილებზე, ამცრელ დაწესებულებებში გაივლიან.

საკოორდინაციო საბჭომ, მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება 12 აგვისტოს მიიღო.  საბჭოს ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გარდა საქალაქთაშორისოსი, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით არ იმუშავებს. სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ ტრანსპორტის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების ამცრელ დაწესებულებებთან მიყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.
ქუთაისის მერთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს − „ახალგაზრდული
მრჩეველთა საბჭოს'' წევრების ნაწილი რუსულ კანონს ემიჯნება.
14:03 / 27.04.2024
ქუთაისის მერთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს − „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს'' წევრების ნაწილი რუსულ კანონს ემიჯნება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.