ახალი ამბები
ქუთაისის მერიას ისევ არ აქვს გეგმა, ვინ გადაიყვანს აცრის მსურველებს კლინიკებში
FaceBook
ქუთაისის მერიას ჯერ ისევ არ დაუწყია მსჯელობა, ვინ უნდა მიიყვანოს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე დარეგისტრირებული პირები კლინიკებამდე.

მერიაში თათბირი, სადაც სქემის შედგენაზე უნდა იმსჯელონ, ახლა იწყება. თუმცა, ჩაიტარეს თუ არა დღეს აცრა იმ ადამიანებმა, ვისაც კერძო ავტომანქანა არ ჰყავს, ამით ადგილობრივი თვითმმართველობა არ დაინტერესებულა. ტრანსპორტის აკრძალვას ემატება ტაქსის ტარიფის ზრდაც. ტაქსის კომპანიებმა დღეიდან უკვე გააძვირეს მომსახურება. ერთი ლარით მეტის გადახდა უწევთ მგზავრებს "მაქსიმის" გამოძახების შემთხვევაში.

საქართველოს მასშტაბით, ერთ დღეში ვაქცინაციას 25 000-მდე ადამიანი იტარებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორე დოზით აცრას 516 300 ადამიანი ელოდება.

საკოორდინაციო საბჭომ, მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება 12 აგვისტოს მიიღო.  საბჭოს ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გარდა საქალაქთაშორისოსი, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით არ იმუშავებს. სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ ტრანსპორტის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების ამცრელ დაწესებულებებთან მიყვანას სახელმწიფო უზრურნველყოფს. თუმცა, როგორ მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.