ახალი ამბები
"ერთი თბილისშია შენობა - არ აშენდა თემქაზე და მეორე აქ - არ გაკეთდა წერეთლის გამზირი"
FaceBook
პარტია  "ახალი ქრისტიან-დემოკრატების'' თავმჯდომარემ გოგი წულაიამ წერეთლის გამზირზე გზების გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები გააპროტესტა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ქუთაისის მერია უყურადღებობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მერიას არ აინტერესებს რა პირობებში უწევთ მოქალაქეებს  ქუჩაში გადაადგილება.

"ერთი თბილისშია შენობა - არ აშენდა თემქაზე და მეორე აქ - არ გაკეთდა წერეთლის გამზირი. ისე მერიის გარდა , ეს არის ადგილობრივი მცხოვრებლების  ბრალიც, რადგან ისინი არ იღებენ ხმას. როდემდე უნდათ იცხოვრონ ასეთ პირობებში",
- ამბობს გოგი  წულაია.



ქუთაისის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ბაქარ ჭეიშვილის თქმით წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო პროცესი მიწისქვეშა სამუშაოების გამო გაჭიანურდა.

საგზაო დეპარტამენტის წარმოამდგენლის ბაქარი ჭეიშვილის თქმით, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაო 15 სექტემბრამდე დასრულდება.

"მიწისქვესა დაზიანებები იყო ძალიან ბევრი, ჩვენ მთლიანად მოგვიხდა მეთორმეტე სკოლიდან ფოთის ქუჩამდე საკანალიზაციო მილის გამოცვლა, ამ ყველაფერს სჭირდება დრო", - განმარტავს ბაქარ ჭეიშვილი.

ქუთაისში, წერეთლის გამზირი ერთი წელია გადათხრილია. სამუშაოები, რომელიც შვიდ თვეში უნდა დასრულებულიყო, ერთი წლის შემდეგაც  მხოლოდ ნაწილობრივ არის შესრულებული. სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს. საგზაო დაპარტამენტი მუშაობს ასევე აღმაშენებლის გამზირზეც, ორივე ქუჩის რეაბილიტაციას ჯამში 14 მილიონ ლარზე მეტი უნდა მოხმარდეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.