ახალი ამბები
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება დღეიდან დაიწყო
FaceBook
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება დღეიდან, ქართული ენისა და ლიტერატურის საგნით დაიწყო.
გორგოძის თქმით, აბიტურიენტებს შედეგების გაგება როგორც ვებ-გვერდის, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებითაც შეეძლებათ. მისივე განცხადებით, ყველა საგნის პირველადი შედეგების გამოცხადებას 1 კვირა დასჭირდება, ამის შემდგომ კი სააპელაციო და გათანაბრების პროცესები დაიწყება.

"დღეიდან დაიწყო შედეგების გამოცხადება, პირველად ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოქვეყნდება შედეგები და შემდგომ დღეებში ეტაპობრივად გაგრძელდება შედეგების გამოქვეყნება. შედეგების გაგება აბიტურიენტებს როგორც ვებ-გვერდის, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებითაც შეეძლებათ. ამისათვის აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან („მაგთი“, „ჯეოსელი“) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე - 93333.


ეს შედეგები არის პირველადი შედეგები, აპელაციის პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება ვარიანტების გათანაბრება და მათი საბოლოო ქულა მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ყველა საგნის შედეგის გამოცხადებას 1 კვირა დასჭირდება და 1 კვირის შემდეგ დაიწყება სააპელაციო პროცესი. აბიტურიენტებს ექნებათ 3 დღე, რომ კონკრეტულ საგანში სააპელაციო განაცხადი შეიტანონ, თუ მიაჩნიათ, რომ მათი ქულა არ არის ნამუშევრის შესაბამისი.

ამასთან, როგორც მასწავლებლების, ასევე სტუდენტებისთვის და მაგისტრებისთვის ძირითადი სესიები დასრულდა, თუმცა არ დასრულებულა დამატებითი სესიები და ეს პროცესი მთლიანად აგვისტოს 15 რიცხვამდე დასრულდება“, - აღნიშნა სოფიო გორგოძემ.

იხილეთ შ ე დ ე გ ე ბ ი. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ
ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი
მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.
13:34 / 30.10.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.