ახალი ამბები
„შევქმნათ საქართველოში კულტურის კოდექსი“
FaceBook
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულკუკიანმა ათწლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე კულტურის დარგების ხელშეწყობისა დ ა პოპულარიზაციის საკითხებზე ისაუბრა.

მინისტრი ასევე კულტურის სხვადასხვა დარგების ბიუჯეტის ზრდას შეეხო.

"ვსაუბრობთ პირველ რიგში ლიტერატურაზე, თეატრზე, მუსიკაზე. ჩვენ ვფიქრობთ არა მხოლოდ სალიტერატურო, არამედ საგამომცემლო საქმიანობის 11 პროგრამის 10 მილიონ ლარამდე დაფინანსებას, თეატრის მიმართულებით 7 პროგრამა 8 მილიონ ლარამდე, მუსიკა -7 პროგრამა 10 მილიონ ლარზე მეტით, სახვითი და თანამედროვე ხელოვნება - 6 პროგრამა 5 მილიონ ლარამდე დაფინანსდება. მოძველებული საკანონმდებლო ბაზა ევროპული კანონმდებლობით უნდა ჩავანაცვლოთ. შევქმნათ საქართველოში კულტურის კოდექსი, რომელიც შექმნის პირობებს უკეთესი შემოქმედებისთვის", - აღნიშნა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, ქართულ კინოს აქვს ინდურსტრიასა და ეკონომიკაში დიდი წვლილის შეტანის შესაძლებლობა რაც არ არის გამოყენებული.

"ამიტომაც არა მხოლოდ კინოს მემკვიდრეობის დაცვასა და გაციფრებაზე უნდა ვიფიქროთ, არამედ კინო ინდუსტრიის განვითარებაზე. აქ ვფიქრობთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინვესტიციას 40 მილიონ ლარამდე", - აღნიშნა წულუკიანმა.

მინისტრმა ისაუბრა მექანიზმებზე, რომელმაც ამ გეგმაში წარმოდგენილი მიზნების მიღწევას უნდა შეუწყოს ხელი. ერთ-ერთი მექანიზმი სამართლებრივი გარემოს შეცვლაა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.