ახალი ამბები
ვაქცინაციის დასაჯავშნ პორტალზე "ფააიზერის" რაოდენობა ამოიწურა
FaceBook
ვაქცინაციის დაჯავშნის პორტალზე ფაიზერის რაოდენობა ამოიწურა.
პორტალს დღეს დილით 900-ზე მეტი დოზა ფაიზერი დაემატა თუმცა რამდენიმე საათში დამატებული დოზებიც ამოიწურა.

ქცინაციის დასაჯავშნ პორტალზე ამ ეტაპზე ფაიზერის 0 დოზაა, სინოვაკის 99 033 დოზა სინოფარმის 109 439 და ასტრაზენეკას 18 947 დოზა.

"ფაიზერით" ვაქცინაციაზე სხვადასხვა მიზეზით, ჯერ კიდევ ორი დღის წინ 5 ათასამდე ჯავშანი გაუქმდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, მათ შორის ჯავშანი არ დაუდასტურდათ პირებს ე.წ. ბუსტერ დოზაზე რეგისტრირების მცდელობისთვის. ასევე, იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც, გარკვეული მიზეზების გამო, ჯერჯერობით არ უწევდათ აცრის გაკეთება, თუმცა მათაც შეიყვანეს მონაცემები ბაზაში.

საქართველოში შემოტანიდან ზუსტად 4 დღეში "ფაიზერის" ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო.

მოქალაქეებს "ფაიზერის" ვაქცინით აცრა იმერეთში, თბილისში, აჭარაში, კახეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში შეუძლიათ. ვაქცინაცია სულ 37 სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება.
პროცესში 120-მდე ბრიგადაა ჩართული.

"ფაიზერზე" რეგისტრაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის მქონე პირებს შეუძლიათ. ჯავშნის მიღება შესაძლებელია მათთვისაც, ვინც კორონავირუსი რეგისტრაციამდე 30 დღით ადრე გადაიტანა.

24 ივლისს საქართველოში აშშ-ის მთავრობის მიერ საჩუქრად გადმოცემული "ფაიზერის" 500 000 დოზა შემოვიდა. აგვისტოს შუა რიცხვებიდან ქვეყანაში "ფაიზერის" მორიგ პარტიას ელოდებიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.