ახალი ამბები
ქუთაისის მერია ახალი ავტობუსების შეძენას გეგმავს
FaceBook
ქუთაისის მერია რელიეფურად რთული უბნებისთვის ახალი ავტობუსების ყიდვას გეგმავს.

შესაბამისი პროექტი უკვე წარდგენილია რეგიონალური განვითარების ფონდში, რომელმაც სატრანსპორტო საშუალებების შეძენა უნდა დააფინანსოს.

საუბარია, ხუთიდან - რვამდე ავტობუსის შეძენაზე, რომლებიც ქალაქის ორ უბანში - გორასა და საფიჩხიაზე განაწილდება.

"მერიის შესაბამისმა სამსახურმა გააკეთა მოკვლევა უბნებში და შეისწავლა რამდენად მოერგებოდა ახალი ავტობუსები რელიეფს. ასევე, გათვალისწინებულია მგზავრთა სიმცირეც აღნიშნულ უბნებში. შესაბამისად, გადაწყდა, რომ მცირე ზომის ავტობუსების პროექტი წარგვედგინა. ველოდებით ახლა რა გადაწყვეტილება იქნება", - განაცხადა მერიის შპს "ქუთაისის სატრანსპორტო" კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ცხვედიანმა.

ახალი ავტობუსების მინიმალური ფასი 35 000 ევროდან იწყება და 50 000 ევროს აჭარბებს. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ავტობუსის შეძენას დააფინანსებს რგფ.

ქუთაისის მერიამ ახალი მუნიციპალური ავტობუსები გასულ წელს შემოიყვანა. ამისთვის თვითმმართველობამ 23 მილიონი ლარი ისესხა, რომელიც 10 წელი უნდა იხადოს.

ქუთაისში სულ 10 საავტობუსო ხაზია, სადაც 60 ერთეული ავტობუსი მუშაობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე
დღეს გავა.
11:30 / 16.04.2024
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს გავა.
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე
ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.
11:00 / 16.04.2024
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.