ახალი ამბები
"ჩვენ ვდგავართ ანაფორებსა და ჩოხებში გამოწყობილი პუტინიზმის საფრთხის წინაშე“
FaceBook
5 ივლისის მოვლენებმა, მედიაზე თავდასხმამ, ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წახალისებამ ძალადობისკენ, პოლიციის უმოქმედობამ ყველაზე მუქი კონტურებით ასახა აწმყო და კიდევ უფრო გააბუნდოვანა მომავალი. ყოველ შემთხვევაში საქართველოს მომავალი ევროპულ სივრცეში.

რაზე მიუთითებენ 5 ივლისის მოვლენები?

გთავაზობთ სხვადასხვა მოსაზრებას და შეფასებას 5 ივლისის დანატოვარზე.


თეოლოგი ბექა მინდიაშვილი: „ჩვენ არ ვდგავართ ერთი პარტიის ან თუნდაც ერთი ადამიანის ავტორიტარიზმის გამოწვევის წინაშე, ჩვენ ვდგავართ გაცილებით დიდი საფრთხის წინაშე, ეს საფრთხე ორგანზომილებიანია და ასე შეიძლება გადმოიცეს: უმრავლესობის ძალადობა ნებისმიერ განსხვავებულზე, შეიძლება ამას ვუწოდოთ ნეოფაშიზმი, ან ტრაიბალიზმის ყველაზე საშიში ფორმა და მეორე: საქართველოს განვითარების კურსის შეცვლა, გეზის აღება პუტინისკენ.

აქ, რასაკვირველია, არ იგულისხმება გეოგრაფია ან თუნდაც - გეოპოლიტიკა, პირველ რიგში, აქ იგულისხმება ადამიანის, ანუ თითოეული ჩვენგანის, უკლებლივ ყველას უფლებებზე დაფუძნებული სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემის, ლიბერალური დემოკრატიის განადგურება - აი, ესაა სინამდვილეში რუსეთი, ესაა მისი ენა დღეს საქართველოში, - ჩვენი უფლებების წაშლა, ჩვენი დამონება.

ჩვენ ვდგავართ ანაფორებსა და ჩოხებში გამოწყობილი პუტინიზმის საფრთხის წინაშე, ჩვენ ვდგავართ ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე, აი, იმ გადაგვარების, გაველურების წინაშე, რასაც განასახიერებს პარლამენტში დეპუტატების თრევა, შუა რუსთაველზე ჟურნალისტებსა და უმცირესობებზე ნადირობა, რასაც განასახიერებს 30 კაცის მიერ ერთი ადამიანის უმოწყალოდ ცემა, ქალებისა და ბავშვების ჩაქოლვისკენ მოწოდება, რასაც განასახირებს კულტურის მინისტრის ქცევა და ღარიბაშვილის ტვინის ჯურღმული, რასაც განასახირებეს ბიძინა ივანიშვილის გამოქვაბულად ქცეული მონების სამარცხვნო და აუტანელი საქართველო.

ამიტომ, არსებითია ამ ბრძოლაში პოლიტიკური ოპოზიციის, მედიის, მოქალაქეების ძლიერი, აი, ამ გამოქვაბულის წამლეკავი ერთობა, ერთობის გარეშე ყველანი დავმარცხდებით“.

ფოტო: ნეტგაზეთი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.