ახალი ამბები
„ბულინგი ტეხავს“ - ღონისძიებების ციკლი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, "ბულინგი ტეხავს",  ბულინგზე საუბარი - არა " სახელწოდების კამპანიის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა.

ბულინგის საწინააღმდეგო ივენთების ციკლს "წიგნების თაობამ" უმასპინძლა.

"ბულინგი ტეხავს, ბულნგზე საუბარი - არა" სოციალური მიმართულების მედია-პლატფორმა ,,ამბებს მიღმა" და "წიგნების თაობის" ერთობლივი პროექტია,რომლის მიზანი ბულინგის აღიარება, მისი მხილება და გადააზრებაა. თანაც, როგორც ბავშვებში, ასევე  - უფროსებში. 

წიგნების თაობის სივრცეში 10-13 წლის ასაკის ბავშვებისა და მშობლებისთვის ფსიქოლოგთან შეხვედრა გაიმართა. ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრმა ნინო ქარსელაძემ, სხვადასხვა როლური აქტივობა შესთავაზა ბავშვებსა და მშობლებს და მათთან ერთად იმსჯელა ბულინგის შედეგებსა და პრევენციის გზებზე.

"ეს თემა მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამიტომ "წიგნების თაობამ" და "ამბებს მიღმა" მედია პლათფორმამ ერთობლივად ჩავატარეთ კამპანია "ბულინგი ტეხავს, ბულნგზე საუბარი - არა!" საჯარო დისკუსიაში ჩაერთო ქალაქის 50-მდე ბავშვი, განვიხილეთ სხვადასხვა ტიპის ბულინგი, გავარჩიეთ ნაწარმოები, რომელიც მოიცავდა ბულინგის შესახებ მაგალითებს. გაგვაოცა ბავშვების ჩართულობამ და ინტერესმა ამ თემის მიმართ. ჩვენი მიზანია მივაწვდინოთ ყველას ხმა რომ ისაუბრონ ხმამაღლა მათ პრობლემებზე, მიიღონ რჩევები და ერთად შევიმუშაოთ პრობლემის გადაჭრის გზები ", - აღნიშნა "წიგნების თაობის" დამფუძნებელმა სოფო საკანდელიძემ.



#ბულინგიტეხავს კამპანიის ფარგლებში ასევე ჩატარდა გამოფენა, სადაც გამოიფინა თაობა Z -ის მიერ შექმნილი ნახატები და ილუსტრაციები ბულინგისა და ძალადობის თემაზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.