ახალი ამბები
რიკოთის გვრიაბში რამდენიმე დღით საავტომობილო მოძრაობა იკრძალება
FaceBook
რიკოთის საავტომობილო გვირაბში რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოები განხორციელდება.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 12,13,14,15 და 16 ივლისს 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, დაგეგმილია და მიმდინარეობს სამუშაოები, რის გამოც აღნიშნულ პერიოდში გვირაბში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. თუმცა, გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო, 2021 წლის 13 ივლისს 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, გვირაბში მოძრაობა არ ჩაიკეტება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა გადაიწევს ერთი დღით და განხორციელდება 14, 15, 16 და 17 ივლისს 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია'',- განმრტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.