ახალი ამბები
"ღარიბაშვილი და გომელაური არ გადადგება'' - თეა წულუკიანი
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ გადადგება.
ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თუ მედია და პარტიები მთავრობას არ მოუსმენენ, ქვეყანა არსად არ წავა.

თეა წულუკიანის თქმით ლგბტ თემს საქართველოში არავინ ერჩის.

"გამოძიებამ უნდა დააყენოს შედეგი, რადგან ძალადობით ეს ქვეყანა არსად არ წავა. ასევე, თუ მედია, პოლიტიკური პარტიები, არ მოუსმენენ მთავრობას, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა არსად არ წავა, ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება, თქვენ გყავთ ის მთავრობა, რომელიც გყავთ და მეტი მოუსმინეთ მთავრობას, როგორც არ უნდა გეზიზღებოდეთ ის. რადგან მთავრობის მეთაური რომ ამბობს, შეიძლება იყოს სირთულეები, რომ ორი ამ დონის ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა გააშორიშოროს, ეს ვინმემ უნდა შეისმინოს და არ გავწიროთ ის ლგბტ თემი, რომელიც ზოგიერთმა უსინდისო ძალამ საკუთარი ინტერესისთვის გამოიყენა. ამ ადამიანებს ამ ქვეყანაში არავინ არ ერჩის, მაგრამ მათ აქვთ გამოწვევები, მათი უფლებების დაცვა საჭიროა, განსხვავებული ადამიანი ჩვენ არ უნდა გვძულდეს და ამისათვის ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

11 ივლისს , გამთენიისას „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ.

თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.