ახალი ამბები
ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
FaceBook
მედიასაშუალებების წარმომადგენლების, მათ შორის, "ფორმულას" ჟურნალისტის რატი წვერავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულებს - რომეო კეკუტიას,
გიორგი ნასყიდაშვილს, თედო ბურდულს და გიორგი კახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს მოსამართლემ თეიმურაზ სიხარულიძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. პროცესს ესწრებოდნენ თავად ბრალდებულებიც. პროკურორების განმარტებით, ბრალდებულები ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ, შესაბამისად, მათ მიმართ პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობდა.

ბრალდების მხარის განმარტებით, პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობა დასაბუთებულია და ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიება დაკავებულებისთვის შეიძლება ხელსაყრელიც კი იყოს. დაკავებულებმა რომეო კეკუტიამ და თედო ბურდულმა განაცხადეს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ. გიორგი ნასყიდაშვილმა კი აღნიშნა, რომ მომხდარის გამო წუხს, მაგრამ დანაშაული არ ჩაუდენია. დუმილის უფლებით სარგებლობს ბრალდებული გიორგი კახიანი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულ რომეო კეკუტიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან, მისი თქმით, მოსამართლე შემჭიდროებულ ვადებში საქმის შესწავლას ვერ მოასწრებდა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხა და განმარტა, რომ ის დასაბუთებული არ იყო.

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ საქმის მასალებს იცნობს და შეუძლია ზედმიწევნით სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები რომეო კეკუტია, გიორგი ნასყიდაშვილი, თედო ბურდული და გიორგი კახიანი ტელეკომპანია „ფორმულას“, ტელეკომპანია „იმედის“ და რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებს და ოპერატორებს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ. სამართალდამცველებმა რომეო კეკუტია, გიორგი კახიანი, თედო ბურდული და გიორგი ნასყიდაშვილი 2021 წლის 9 და 10 ივლისს დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 20 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, უცნობი პირები ერთ-ერთ ოჯახში
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები შეიჭრნენ. 
16:25 / 04.10.2024
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, უცნობი პირები ერთ-ერთ ოჯახში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები შეიჭრნენ. 
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობასა და
საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, 2024-2027 წლებში, 237
მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
12:51 / 04.10.2024
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობასა და საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, 2024-2027 წლებში, 237 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.