ახალი ამბები
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" “რიონის ხეობის მცველებთან” კომუნიკაციას წყვეტს
FaceBook
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი "რიონის ხეობის მცველებთან" კომუნიკაციას წყვეტს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  ძალადობრივი აქციის მხარდაჭერით, მოძრაობა მათ მიერვე გაცხადებული ღირებულებების წინააღმდეგ წავიდა. არასამთავრობო ორგანიზაცია თვლის, რომ 5 ივლისის აქციის ძალადობრივი შინაარსი იმთავითვე განჭვრეტადი იყო, ამის მიუხედავად, ხეობის მცველებმა აქციაზე მისვლის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

"ჩვენთვის "რიონის ხეობის გადარჩენის" მოძრაობა, ბოლო წლებში ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიული თვითორგანიზების უნიკალური მცდელობა იყო. მათი მხრიდან ძალადობრივი, ანტიდემოკრატიული და არაჰუმანური ძალების მხარეს დადგომამ და ლიდერების მხრიდან საკუთარი მოძრაობის ფილოსოფიური და ეთიკური საფუძვლებისა და ღირებულებების წინააღმდეგ წასვლამ, მათთან ჩვენი ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი გახადა.

მათი გადაწყვეტილება, შეერთებოდნენ დეკლარირებულად ძალადობრივ აქციას, აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი ორგანიზაციისთვის, რომელიც ბოლო დრომდე თავს ამ მოძრაობის ერთგულ მხარდამჭერად მიიჩნევდა და ყველა რესურსი გამოიყენა მისი პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერისთვის.

ამ რეალობაში მოძრაობის ლიდერების ბოლო დღეების გადაწყვეტილებები, სამწუხაროდ, არ გვიტოვებს შესაძლებლობას მათ მოკავშირეებად დავრჩეთ.  ჩვენთვის ამ გადაწყვეტილების მიღება მძიმეა და ის უმძიმეს იმედგაცრუებასთან და ემოციურ ტვირთთან არის დაკავშირებული", - ნათქვამია განცხადებაში.

"რიონის ხეობის გადარჩენისთვის" მოძრაობის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა "მწვანე ალტერნატივამაც". მესამე სექტორმა ხეობის მცველებთან კომუნიკაციაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც მოძრაობამ "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც პრაიდი ეროვნული ერთიანობისთვის საფრთხედ დაასახელა, 5 ივლისს კი მოძრაობის წევრები ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ აქციაზე მივიდნენ.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. აქტივისტებმა 252-ე ღამე გაათენეს კარვებში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.