ახალი ამბები
"არა ძალადობას" - ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია ქუთაისში
FaceBook
"არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება" - ამ სლოგანით იმერეთში მოქმედმა მედია საშუალებების წარმომადგენლებმა ქუთაისში, თეატრის წინ საპროტესტო, სოლიდარობის აქცია გამართეს.
აქციაში მონაწილე ჟურნალისტების თქმით, ძალადობრივი ჯგუფები წახალისებული იყო.

ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილის თქმით, ჟურნალისტებზე თავდასხმა ხელისუფლების მიერ იყო წახალისებული.

"რადიკალმა ჯგუფებმა ხელისუფლების მიერ წახალისება გამოიყენეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველ წელს ვმართავთ სოლიდარობის აქციას მაგრამ წლების განმავლობაში არაფერი იცვლება", - ამბობს ქეთი ბერძენიშვილი.

ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე მიიჩნევს, რომ გუშინ ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით თავი შეირცხვინა.

"თავი შეირცხვინა ხელისუფლებამ, როგორც ქვეყნის ასევე საერთაშორისო მასშტაბით, ეს იყო ხელისუფლების მიერ წახალისებული აქცია. მე არ მახსენდება ასეთი ტერორი ჟურნალისტების მიმართ. ჩვენ, გუშინ დავადასტურეთ რომ ვართ  ეს ველურები სახელმწიფო", - განმარტავს ხვიჩა ვაშაყმაძე.

თეატრის წინ ჟურნალისტებმა განმარტეს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მედია იყოს თავისუფალი.

5 ივლისს, თბილისში დაგეგმილი ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს თავს დაეხნენ, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ. დაზიანებულია ტექნიკაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ დაკავებულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყებაში ამბობენ, რომ ძალადობის შემთხვევა 55 პირის მიმართ გამოვლინდა, ამათგან 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია. რაც შეეხება დაკავებულებს, ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია მხოლოდ 8 პირი. სისხლის სამართლებრივად რამდენიმე შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, უცნობი პირები ერთ-ერთ ოჯახში
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები შეიჭრნენ. 
16:25 / 04.10.2024
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, უცნობი პირები ერთ-ერთ ოჯახში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები შეიჭრნენ. 
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობასა და
საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, 2024-2027 წლებში, 237
მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
12:51 / 04.10.2024
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობასა და საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, 2024-2027 წლებში, 237 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.