ახალი ამბები
ქუთაისში, დღეიდან აღმაშენებლის გამზირი იკეტება
FaceBook
ქუთაისში, ორი ივლისიდან დავით აღმაშენებლის გამზირის მონაკვეთი, ნინოშვილის ქუჩის კვეთიდან ასათიანის ქუჩის კვეთამდე იკეტება.
მერიის ცნობით, გზიც ჩაკეტვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება.

"აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეწყდება ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა. აქედან გამომდინარე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტები იმოძრავებენ ალტერნატიული სვლაგეზებით'', - განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

სამგზავრო მარშუტები იმოძრავებენ: აღმაშენებლის გამზირზე, აღმოსავლეთის მიმართულებით M2 ( მიკროავტობუსები) კატეგორიისთვის: ნინოშვილის ქუჩა - დავითაშვილის ქუჩა - ასათიანის ქუჩა,

M3 (ავტობუსები) კატეგორიისთვის: ნინოშვილის ქუჩა - სოხუმის ქუჩა - ასათიანის ქუჩა.

აღმაშენებლის გამზირზე, დასავლეთის მიმართულებით M2 კატეგორიისთვის: აღმაშენებლის გამზირი - იოსელიანის ქუჩა - ჩეჩელაშვილის ქუჩა - დუმბაძის ქუჩა.

#10 ავტობუსი, აღმაშენებლის გამზირის ნაცვლად, ქალაქის ცენტრამდე იმოძრავებს რუსთაველის ქუჩის გავლით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.