ახალი ამბები
რიონის ხეობის მცველები "ენკას" მედიაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ 
FaceBook
რიონის ხეობის მცველები ნამახვანჰესის მშენებელ კომპანიას ღიად მოუწოდებენ ჩაერთოს მედიაციის პროცესში.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენლებმა მიმართვაც გააკეთეს და ახლა პასუხს ელოდებიან. ხეობის მცველები ამბობენ, რომ მოლაპარაკებაში "ენკას" ჩართვა მნიშვნელოვანია, რადგან იგი პროცესში მესამე მხარეს წარმოადგენს.

"არაფრით არ მოხერხდა, რომ "ენკა" გვესწრებოდეს ამ პროცესში. მედიატორმაც მოუწოდა, მაგრამ მაინც ვერ მოხერხდა მისი მოყვანა. ვიდრე მედიაცია დაიწყებოდა, ბატონი მერაბ ლომინაძე ("ენკას" დირექტორი) გვთავაზობდა განხილვებში მონაწილეობის მიღებას, მედიაციის დაწყების შემდეგ კი არ ერთვება პროცესში. ვაკეთებთ ღია განცხადებას "ენკას" ჩართულობასთან დაკავშირებით. ვნახოთ, როგორ გამოგვეხმაურებიან",
- განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა მარიტა მუსელიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ მედიაცია სერიოზულ ფაზაში არ გადავიდეს და ამიტომ ხეობის მცველების მიერ დაყენებულ პირობებს არ ასრულებს.

მედიაციის წინაპირობებზე ისაუბრა ხეობის კიდევ ერთმა მცველმა და პროტესტის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა. მისი თქმით, ხეობაში ამ მომენტისთვის სამუშაოები არ მიმდინარეობს, თუმცა, ვიდრე ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთდება, მათ ისევ მოუწევთ იმაზე ზრუნვა, რომ კომპანიის ტექნიკა ხეობაში არ შევიდეს.

"სამუშაო პროცესი აქ შეჩერებულია, მაგრამ ეს არ მომხდარა ჩვენს მიერ დაყენებული მოთხოვნების ფარგლებში.  ეს არის იმის შედეგი, რომ ჩვენ აქ ვდგავართ და არ ვაძლევთ მათ სამუშაოების გაგრძელების საშუალებას. ბარიკადი აღებულია, მაგრამ ჩვენ მაინც არ შეგვიძლია გადაადგილება ხეობაში, პოლიცია ისევ დგას, ბიჭები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, სამუშაოებთან დაკავშირებით არ არის ოფიციალური განცხადება გაკეთებული, რომ არ განახლდება პროცესი, ამიტომ ჩვენ გვიწევს დავრჩეთ იგივე პირობებში და ვაკონტროლოთ პროცესი"
, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

"ენკას" დირექტორმა მერაბ ლომინაძემ, მედიაციის პროცესის დაწყებამდე, ხეობის მცველებს შეხვედრა რამდენჯერმე ღიად შესთავაზა, თუმცა, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ იგი მათი კითხვების ადრესატი არ იყო.

რატომ არ ერთვება კომპანია მედიაციაში, "ენკას" ჩვენს ამ შეკითხვაზე ჯერჯერობით არ უპასუხია.

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელთა მედიაციით, რიონის ხეობის მცველებსა და ხელისუფლებას შორის პირველი შეხვედრა 12 ივნისს გაიმართა. სწორედ ამ შეხვედრაზე აიღო პასუხისმგებლობა მთავრობამ ხეობაში ბარიკადების აღების, პოლიციის გასვლისა და აქტივისტების პროტესტის ადგილის ნამოხვანში გადატანის შესახებ. შეხვედრის დასრულებიდან მალევე,  გუმათჰესთან აღმართული რკინის ბარიკადები მოხსნეს და სამართალდამცველთა ნაწილმა ტერიტორია დატოვა. კარვების გასაშლელად კი აქტივისტებს 13 ალტერნატიული ადგილი შესთავაზეს, თუმცა, ხეობის მცველები ამბობენ, რომ ხეობაში შესვლა მაინც არ შეუძლიათ, შეთავაზებული ადგილების უმრავლესობა კი კარვების გასაშლელად მოუხერხებელია.

ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 247 დღეა გრძელდება. 

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.