ახალი ამბები
"თქვენს გამო დაიკეტა გელათი" - მეუფე იოანე ჟურნალისტებს
FaceBook
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე ამბობს, რომ გელათი იმის გამო არის დაკეტილი რომ ჟურნალისტები "მოუსვენარი ხალხია" და ექსპერტებს მუშაობის საშუალებას არ მისცემს.
"თქვენ ხომ კარგად იცით, რატომ არის დაკეტილი და რატომ მეკითხებით? "იუნესკოს" ექსპერტები არიან ჩამოსული და თქვენ (ჟურნალისტები - რედ) ხელს უშლით მუშაობაში, ამიტომ დაკეტილია. თქვენს გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ. მრევლს ლოცვის და წირვის საშუალება აქვს. მრევლი არ ზარალობს ამით. პირიქით, ჩვენი ინტერესია, სწორი დიაგნოზო დაისვას და სწორი მკურნალობა დაინიშნოს. "იუნესკოს" ექსპერტები თუ უძლური არიან, თქვენ ვერ უშველით ვერაფერს", - განმარტავს მეუფე იოანე.

გელათის სამონასტრო კომპლექსში იუნესკოს ექსპერტები 23 ივნისიდან მუშაობენ, ამ ხნის განმავლობაში კი გელათი დაკეტილია.


როგორც ტაძრის წინამძღვარი იოსებ ბურჯანაძე აცხადებს, დროებითი შეზღუდვა უსაფრთხოებას და ექსპერტთა მშვიდ გარემოში მუშაობას უკავშირდება. ამ დრომდე უცნობია, ვინ არიან ექსპერტები, რომლებმაც გელათში ფრესკებისა და სახურავის დაზიანება უნდა შეისწავლონ. იოსებ ბურჯანაძის თქმით, ექსპერტთა ვინაობა მათივე მოთხოვნის გამო არ საჯაროვდება.

იუნესკოს წარმომადგენლთა ვინაობის გასაიდუმლოებას პრობლემად მიიჩნევენ ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიაში".  მათი თქმით, მაღალი სანდოობისთვის საჭიროა, მათი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია ღია იყოს.

გელათის მონასტერში არსებული ვითარების შესწავლა უცხოელ ექსპერტთა ჯგუფმა 23 ივნისიდან  დაიწყო. იუნესკოს წარმომადგენლებმა უნდა დაადგინონ როგორც ფრესკების დაზიანების ხარისხი, ასევე, სახურავის მოწყობის დროს დაშვებული ხარვეზები. ექსპერტები გელათში ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან.

მანამდე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მომხდარში პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებას აკისრებს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გელათის მთავარ ტაძარში არსებული პრობლემები 2008 წლის პროექტით გადახურვის დროს დაშვებული შეცდომების შედეგია.

რა დარღვევებს გამოავლენენ იუნესკოს ექსპერტები გელათში, ამის შესახებ ცნობილი  მისიის დასრულების შემდეგ გახდება.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა. მონასტერი ისევ დროებითი გადახურვის იმედადაა დარჩენილი.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.