ქუთაისში, წერეთლის ქუჩა და აღმაშენებლის გამზირი
ერთი წელია გადათხრილია. სამუშაოები, რომელიც შვიდ თვეში უნდა
დასრულებულიყო, მხოლოდ ნაწილობრივ არის შესრულებული. წერეთლის ქუჩის
2,8 კილომეტრიან მონაკვეთზე პროცესი გზის მხოლოდ ერთ მხარეს
მიმდინარეობს. საპირისპირო ნაწილზე კი სამუშაოები არც დაწყებულა. ერთი
წელია გადათხრილი და გადაკეტილია წერეთლის ქუჩაც. ორივე ქუჩაზე
სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს, რასაც ჯამში 14
მილიონ ლარზე მეტი უნდა მოხმარდეს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.




მასალის გამოყენების პირობები