ახალი ამბები
გასაიდუმლოებული დოკუმენტი და შეწყვეტილი პროტესტი - რა ხდება შუქრუთში შეთანხმების შემდეგ
FaceBook
ჭიათურის სოფელ შუქრუთში  მოსახლეობას,  220 დღიანი პროტესტის შემდეგ, ადგილობრივებსა და კომპანია "ჯორჯიან  მანგანეზს" შორის, 17 დღის წინ შეთანხმების მიუხედავად, კომპენსაცია ამ დრომდე არ  მიუღიათ.
სწორედ, შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო კომპენსაციების დროული გაცემა თუმცა,  ირკვევა , რომ მოსახლეობას კუთვნილი თანხა ჯერ არ მიუღია. სამუშაოები კი ისევ გრძელდება. 

შუქრუთის მკვიდრი ეთერ გაფრინაშვილი, რომელიც 220 დღე კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოებს აპროტესტებდა, ამბობს, რომ დოკუმენტი, რომელიც კომპანიასა და ადგილობრივებს შორის დაიდო კონფიდენციალურია. 

"ჩვენ გვქონდა სამი მთავარი მოთხოვნდა, ეს იყო სახელმწიფოს ჩართულობა და ყურადღება, მეორე სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, მესამე სამართლებრივი დევნის შეწყვეტა. ეს ყველაფერი ეტაპობრივად გაწერილ ვადაში  უნდა შესრულდეს. რა ვადებაზე  ან თანხაზე შევთანხმდით ამის თქმაც არ შემიძლია რადგან დოკუმენტი არის კონფიდენციალური", -  განმარტავს ეთერ გაფრინდაშვილი.

შეთანხმების დატალებზე საუბრისგან თავს იკავებენ  "ჯორჯიან მარგანეზის"  პრესსამსახურიც.

"მოლაპარაკება შედგა, ხელშეკრულების მიხედვით მიმდინარეობს პროცესებიც, ხელშეკრულება კი კონფიდენციალურია და ვერ ვისუბრებ". 

შუქრუთელები 220 დღე  "ჯორჯიან მაგრანეზი" მიერ სამუშაოების წარმოებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ კომპანიის მიერ წარმოებული შედეგად მათი სახლები იგრევა.



ადგილობრივების ნაწილს 25 დღე პირი ჰქონდათ ამოკერილი და შიმშილოდნენ. შიმშილობის მეოცე დღეს ისინი თბილისში ამერიკის საელჩოსთან ჩავიდნენ და კარავის გაშლა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.


შუქრუთელების პროტესტი თბილისში ამერიკის საელჩოსთან

პროტესტის 220-ე დღეს და მშრალი შიმშილის მეხუთე დღეს შუქრუთელებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკება შედგა.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზიანის შეფასების შემთხვევაში მათ ექნებათ არჩევანის უფლება, ესენია: ზიანის შეფასება განხორციელდეს არსებული მოდელით, რომლის შესახებ უკვე არსებობს ჩანაწერი სოფელს და კომპანიას შორის გაფორმებულ მემორანდუმში; ან მათივე მოთხოვნის მიხედვით, ზიანის შეფასება უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დოკუმენეტით დადასტურდა და მას იურიდიული ძალა აქვს. ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს თან ერთვის "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის და პროტესტის მონაწილეთა ხელმოწერები.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავდა და აქციას თბილისში ატარებდა. როგორც ისინი აცხადებდნენ, კომპანიის საქმიანობის გამო საცხოვრებელი სახლები ენგრევათ. შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.