ახალი ამბები
"იგეგმება სიახლეები" - ქუთაისის მერია "ტორპედოში" მოსალოდნელ ცვლილებებზე
FaceBook
ქუთაისის მერია აღიარებს, რომ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოში" ცვლილებები იწყება.

ეს ეხება როგორც ინვესტორს, ასევე, მთავარ მწვრთნელს, რომლის პოზიციაზეც, "ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, უკვე დაინიშნა კახა ჩხეტიანი. ქუთაისური კლუბის იტალიელ ინვესტორთა ჯგუფის მიერ დატოვებასა და პოტენციურ მეპატრონესთან მოლაპარაკებაზე, "ქუთაისიპოსტი"  ერთი თვის წინ წერდა, თუმცა, ადგილობრივ თვითმმართველობაში მაშინ ეს ინფორმაცია უარყვეს. ახლა კი მერია ადასტურებს, რომ "ტორპედოში" ცვლილებები იწყება, თუმცა, ვინ იქნება ახალი ინვესტორი, არ ამბობს.

"იგეგმება ცვლილებები" , - მხოლოდ ამას აცხადებენ მერიაში.

ინფორმაციას არ ასაჯაროებენ საფეხბურთო კლუბში და ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ქუთაისის მერიასა და ეკონომიკის სამინისტროზეა დამოკიდებული. ოფიციალური განცხადება  ამ დრომდე არ გაკეთებულა. შეკითხვებს არ პასუხობს არც სამინისტრო.

იტალიელებმა "ტორპედოს" დაფინანსებაზე უარი ისე თქვეს, რომ ფეხბურთელებს ორი თვის ხელფასი არ გადაუხადეს. კლუბი ბოლო რამდენიმე წელია მძიმე ფინანსურ კრიზისშია.

დღეს "ტორპედო" მატჩს ბათუმის "დინამოსთან" გამართავს. მატჩისწინა ვარჯიში კახა ჩხეტიანმა ჩაატარა. სავარაუდოდ, ის უხელმძღვანელებს გუნდს  დღევანდელ შეხვედრაშიც.

კახა ჩხეტიანი ქუთაისურ კლუბში 2017 წლიდან მუშაობდა. ფინანსური კრიზისის  დროს იგი "დინამოში" გადავიდა, შემდეგ კი ისევ "ტორპედოში" დაბრუნდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია
ამაღლობელისა და საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ
ევროპარლამენტში დღეს რეზოლუციას უყრიან კენჭს.
12:02 / 19.06.2025
„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელისა და საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ ევროპარლამენტში დღეს რეზოლუციას უყრიან კენჭს.
რაჭის განახლებული მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენის პროექტმა,
რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და StudioMilou-ს (საფრანგეთი-სინგაპური) თანამშრომლობით
შეიქმნა, საერთაშორისო დიზაინის კონკურსზე The un
Design Award (ვაშინგტონი, აშშ) ოქროს პრიზი მოიპოვა.
11:02 / 19.06.2025
რაჭის განახლებული მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენის პროექტმა, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და StudioMilou-ს (საფრანგეთი-სინგაპური) თანამშრომლობით შეიქმნა, საერთაშორისო დიზაინის კონკურსზე The un Design Award (ვაშინგტონი, აშშ) ოქროს პრიზი მოიპოვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.