ახალი ამბები
ატესტატების გაცემა დაიწყო
FaceBook
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ატესტატის გაცემა დღეიდან დაიწყო.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით,აბიტურიენტები ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე შეძლებენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო მატერიალური დოკუმენტის მისაღებად განაცხადის გაკეთებას იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში.

"სკოლადამთავრებულები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ მზა დოკუმენტებს – ატესტატებს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს, უფასოდ მიიღებენ. დოკუმენტის დაჩქარებული წესით აღების სურვილის შემთხვევაში კი დაწესებულია შესაბამისი საფასური. საფასურის გადახდის გარეშე ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის მიღება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ასევე, ელექტრონული ასლის ფორმით.მზა ატესტატის მატერიალური ფორმით მიღება შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, ასევე, ფოსტის მეშვეობით, განმცხადებლის მიერ მითითებულ მისამართზე, "- ამბობენ სახელმწიფო განვიტარების სააგენტოში.

ელექტრონული ატესტატი არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია.

სააგენტოს ინფორმაციით, დაინტერესებულ პირს, მატერიალური დოკუმენტის დამზადების შემდეგ, ნებისმიერ დროს, ადგილიდან გაუსვლელად შეუძლია ელექტრონული პორტალიდან (https://my.gov.ge/) ელექტრონული ატესტატი ჩამოტვირთოს განცხადების ჩაბარებისას მისთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით და გადააგზავნოს საჭიროებისამებრ. აბიტურიენტმა შეიძლება ელექტრონული ატესტატით ისარგებლოს იმის მიუხედავად, გაიტანს თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს.

ქუთაისში მიმდინარე წელს სკოლა 1937-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ატესტატი
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის №3 საჯარო სკოლის შენობის ფასადიდან
რამდენიმეთვიანი ბათქაშის ცვენის შემდეგ  მერიამ ტენდერი
ახლა  გამოაცხადა.
12:54 / 29.06.2026

ქუთაისის №3 საჯარო სკოლის შენობის ფასადიდან რამდენიმეთვიანი ბათქაშის ცვენის შემდეგ  მერიამ ტენდერი ახლა  გამოაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.