ახალი ამბები
სასამართლომ ე.წ. ქურდული გარჩევისთვის დაკავებული სამი პირი პატიმრობაში დატოვა
FaceBook
ქუთაისში, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გარჩევაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ პირებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ დააკამყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და სამივე პირი პატიმრობაში დატოვა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს გამორიცხავენ. ადვოკატების თქმით, ვიდეომასალა ფაბრიკაციაა და ავთენტურობის დადგენას მოითხოვენ.

უფლებადამცველები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

მომდევნო პროცესი 3 აგვისტოს დაინიშნა.

ქურდული სამყაროს"  წევრობისა და  "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით 16 ივნისს სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად, ქუთაისში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჩ. 1983 წელს დაბადებული ა.მ. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ "ქურდული სამყაროს" წევრობა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობა. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ჩ.-მ შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ.

მან, თანამზრახველებთან ერთად, თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა. ბრალდებულებმა "ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს "ქურდული გარჩევა". ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად, ბარის მეპატრონეს ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის და "ქურდული სამყაროს" წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.

როგორ უწყებაში აღნიშნავენ, სამართალდამცველებმა, თ.ჩ., ა.მ. და დ.ს. ბრალდებულის სახით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე
კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
10:39 / 02.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობამ,
სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციას
ოფიციალური წერილი გაუგზავნა.
10:29 / 02.12.2024
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობამ, სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციას ოფიციალური წერილი გაუგზავნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.