ახალი ამბები
ლადო მესხიშვილის თეატრი სტუდენტებს 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს
FaceBook
ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრი სტუდენტებს ბილეთებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.
ამის შესახებ ინფორმაცია ლადო მესხიშვილის თეატრის ოფიციალურ გვერდზეა გავრცელებული.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სპექტაკლებზე დასწრების მსურველმა სტუდენტებმა თეატრის სალაროსთან, სტუდენტური ბილეთის დამადასტურებელი ქსეროასლი უნდა წარადგინონ, ერთ მოწმობაზე ერთი ბილეთი გაიცემა.

ფასდაკლება ვრცელდება როგორც დიდ, ასევე მცირე სცენაზე წარმოდგენილ სპექტაკლებზე. აღნიშნული შეთავაზება არ მოქმედებს პრემიერებზე.

კორონაპანდემიის მიზეზით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ თეატრმა მუშაობა მიმდინარე წლის აპრილში განაახლა.

ორი თვის განმავლობაში სამი პრემიერა წარმოადგინა. ელენე მაცხონაშვილის ელისი საოცრებათა ქვეყანაში", კოტე აბაშიძის "თქვენო უდიდებულესობავ" და რეზი ქაროსანიძის "ბუზები".
"კუ+კოკინას" პრემიერა მესხიშვილის თეატრში 26-27 ივნისსს გაიმართება, "ბარდნალა" პრემირა - 28 ივნისს.

დასაწყისი 19 საათზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #თეატრი
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე
ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
13:49 / 11.08.2026

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.