ახალი ამბები
საქართველოს სჭირდება ეს პროექტი - თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“
FaceBook
ერთი რამ ნათელია - საქართველოს სჭირდება ელექტროენერგია და სჭირდება ეს პროექტი, -
ასე გამოეხმაურა თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფატმა­ჯერენ იაზგანი “კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში “ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხს.

როგორც თურქეთის ელჩი განმარტავს, ისინი ხვდებიან, რომ ვიღაცას არ უნდა საქართველოში ელექტროსადგურების აშენება.

“მე არ ვარ თურქული ფირმების ადვოკატი, თუმცა ერთი რამ ცხადია - ხელშეკრულების ხელმოწერიდან დაიწყო პროტესტი და 5-7 ადამიანი აპროტესტებდა მშენებლობას. არჩევნების პერიოდში, როდესაც ფირმამ სამუშაოები წამოიწყო, დასაქმებული იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მათზე დაიწყო ზეწოლა, რომ ქართველებს არ უნდა ემუშავათ თურქებთან. ინტერესი რომ გაეზარდათ, დაიწყეს რელიგიური სიმბოლოების გამოყენება. შემდეგ მოხდა ის, რაც ვიდეოში ვნახეთ - ერთ-ერთი ჯგუფი აჩერებს ფირმის დირექტორის მანქანას, შეურაცხყოფას აყენებენ მას და არ აძლევენ გზის გაგრძელების საშუალებას. ამ დროს ის გადმოდის მანქანიდან და მათ უპირისპირდება.

პროტესტი თავიდან ეკოლოგიური საფრთხის გამო გაჩნდა, თუმცა, გარემოზე ზემოქმედების შესახებ არსებობს საერთაშორისო კომპანიის დასკვნა. შემდგომ დაიწყეს ლაპარაკი კონტრაქტის იმ მუხლზე, რომელშიც მიწების გადაცემაზეა ლაპარაკი, მერე კი წილების განაწილების საკითხი წამოსწიეს. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები მუდმივად ცვალებადია. ურანის შემდეგ იყო ლაპარაკი ოქროს საბადოებზე, ამას მოჰყვა მცდარი განცხადება, თითქოს კომპანია 20 000 თურქის ჩამოყვანას და სოფლების აშენებას აპირებდა... ჩვენ ვხვდებით, რომ ვიღაცას არ უნდა საქართველოში ელექტროსადგურები აშენდეს”, - განაცხადა ფატმა­ ჯერენ იაზგანმა.

კითხვაზე, საუბრისას საბოტაჟის მცდელობის ხსენება ნამახვანთან დაკავშირებულ პროცესებს უკავშირდებდა თუ არა, ელჩი პასუხობს, რომ „არამხოლოდ მას“.

"ნონსტოპით" მიდის აჭარით მანიპულირება ყარსის ხელშეკრულების კონტექსტში. ამ მანიპულატორებმა ახლა უკვე მიზანში ამოიღეს თურქული ფირმა, რომელიც ჰესს აშენებს და ახლა აქ დაიწყეს პროცესი”, - აცხადებს ელჩი.

კითხვაზე, თუ ვინ, ან რომელი ქვეყანა შეიძლება ამის უკან იდგეს, ფატმა­ჯერენ იაზგანი პასუხობს, რომ ამაზე “უნდა ვიმუშაოთ და გავიგოთ“.

“სავარაუდოდ, ამ ძალის კუდები საქართველოშიც არის და საზღვარგარეთაც. როდესაც თურქეთი საქართველოს ნატო-ში, ევროკავშირში გაწევრებაზე იწყებს ლაპარაკს, ეს პრესინგი უმალ იზრდება… რუსეთი რომ ვახსენო, საამისოდ ხელთ არაფერი მაქვს. საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის მტრები შეიძლება იყვნენ არა მარტო რუსეთში, არამედ ევროპაში ან სხვა ქვეყნებშიც, რომლებსაც არ სურთ ჩვენ შორის კარგი ურთიერთობა, მაგრამ ერთი რამ ნათელია - საქართველოს სჭირდება ელექტროენერგია და სჭირდება ეს პროექტი. ინვესტორის მონდომება არ უნდა დაიკარგოს”, - აცხადებს ფატმა­ ჯერენ იაზგანი.


რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს (თურქული)კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.