ახალი ამბები
დაკავებულია რიონის ხეობის კიდევ ერთი მცველი - მამაკაცს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან
FaceBook
პოლიციამ, რიონის ხეობაში 29 მაისს ნამახვანჰესის საწინააღმედეგო აქციის მონაწილე ერთ პირი დააკავა.
უწყება მამაკაცს სამართალდამცავზე თავდასხმას და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული დ. ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციამ, ამავე საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1 პირი რამდენიმე დღის წინ დააკავა. 1992 წელს დაბადებულ ი. მ.-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს -ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.