ახალი ამბები
ქუთაისის მერია საჯარო ინფორმაციას მალავს
FaceBook
ქუთაისის მერია საჯარო ინფორმაციას მალავს.
"ქუთაისიპოსტს''  7 მაისს გაგზავნილ შეკითხვებზე პასუხი 22 სამუშაო დღის შემდეგაც არ მიუღია.

კითხვები ახალი  ავტობუსების დაზღვევას ეხებოდა.
ჩვენ დავინტერესდით, რომელ კომპანიაში და რა ფასად დააზღვია მერიამ ახალი ლურჯი ავტობუსები, რომელთა შესაძენად 23 100 400 ლარი ისესხა, თუმცა, მერიას შუალედური პასუხიც კი არ გამოუგზავნია.

ქუთაისის მერიის მიერ საჯარო ინფორმაციის დამალვა ხშირი პრაქტიკაა.  ანალოგიური მცდელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ სამსახურს "ქუთაისიპოსტის" მიერ 30 აპრილს გამოთხოვილი ინფორმაციის შემთხვევაშიც. ამჯერადაც,  კითხვები ტრანსპორტს, კონკრეტულად მერიის შპს "ქუთაისის სატრანსპოტო კომპანიის" ადმინისტრაციულ ხარჯებს ეხებოდა. ჩვენი რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მიგვეღო საჯარო ინფორმაცია, მერიამ პასუხები 19 სამუშაო დღის შემდეგ მოგვწერა. (ინფორმაციის დამუშავების დროის ათვლისას გათვალისწინებულია 4-11 მაისს გამოცხადებული უქმე დღეები). პასუხის დაგვიანების მიუხედავად, არც ამჯერად მოგვსვლია შუალედური წერილი. უფრო მეტიც, ადმინისტრაციული სამსახურის მიერ  გამოგზანილი პასუხის მიხედვით, ირკვევა, რომ მერიამ წერილი არა მისი გაგზავნის დროს (30 აპრილი), არამედ 13 მაისს დაარეგისტრირა.


ამ შემთხვევამდე ორი თვით ადრე კი, 12 თებერვალს გაგაზავნილ შეკითხვებზე პასუხის დაგვიანების შემდეგ, მერიამ 2 მარტს განგვიმარტა, რომ წერილი არ მიუღიათ და კითხვების განმეორებით გაგზავნა გვთხოვა.

გარდა საჯარო ინფორმაციის დამალვისა ან მისი დაგვიანებისა, მერია თითქმის აღარ იყენებს შუალედური პასუხების გაგზავნის პრაქტიკას.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი ლელა მოწონელიძე ამბობს, რომ ქუთაისის მერია საჯარო ინფორმაციის არგაცემით კანონს არღვევს.

,,საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყონებლივ გასცეს ინფორმაცია, ან გამოიყენოს 10 დღე საჭირო ინფორმაციის მოძიებისთვის, თუ დრო სჭირდება, რა თქმა უნდა. თუ ინფორმაცია კომერციულია, მაშინ უნდა დასაბუთოს. დაწესებულება ინფორმაციას თუ  საერთოდ არ გასცემს, სუბიექტს შეუძლია გაასაჩივროს ზემდგომთან ან სასამართლოში, გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხის არ გაცემა კანონდარღვევაა'',
- ამბობს იურისტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40-ე მუხლის თანახმად,
საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი, დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.