ახალი ამბები
"მგონია, რომ ხელისუფლება შეცდომას უშვებს" - გახარია ნამახვანჰესზე
FaceBook
ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი  გიორგი გახარია, ნამახვანჰესის წინააღმდეგ არსებული პროტესტის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას შეცდომას უწოდებს.

როგორც მან გადაცემა "რეაქციაში" თქვა, თუ მთავრობის წარმომადგენლები პირადად არ დაელაპარაკებიან ადგილობრივ მოსახლეობას, მათი მხარდაჭერის გარეშე ჰესი არ აშენდება.

"რა თქმა უნდა, ჰიდროელექტროსადგურები უნდა ავაშენოთ, მაგრამ იმ გზით და ფორმით, როგორც ეს ხდება ახლა ნამახვანში, სამწუხაროდ, მე მგონია, რომ აქ ხელისუფლება შეცდომას უშვებს. არ გამოვა, ვერ აშენდება ასე ეს ჰესი. მე მაქვს მსგავს წინააღმდეგობასთან მუშაობის გამოცდილება და თუ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები პირადად არ ჩაერთვებიან ამაში და არ დაელაპარაკებიან ამ ადამიანებს, არ გამოვა ეს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკას და ენერგეტიკას ნამახვანი სჭირდება, ადგილობრივების, იმ რიონის ხეობის დამცველების მხარდაჭერის გარეშე არ გამოვა ეს საქმე"
, - განაცხადა გახარიამ.

რიონის ხეობაში პროტესტი არ წყდება. 7 ივნისს აქტივისტებმა 224-ე ღამე გაათენეს კარვებში.

12 ივნისს, რიონის ხეობის მცველები ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლების მედიაციით გამართულ  შეხვდრას დაესწრებიან. მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული ჩატარდება თუ არა მორიგი ფართომასშტაბიანი აქცია. მანამდე ხეობის მცველები დღის წესრიგს არ ცვლიან და ყოველ საღამოს გუმათჰესთან "ხმაურის აქციას" ატარებენ.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა;

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა;

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.