ახალი ამბები
საქართველოდან ღვინის ექსპორტი 15%-ით გაიზარდა
FaceBook
2021 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 36,4 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული. 

ეს მაჩვენებელი 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ექსპორტით მიღებული შემოსავალი 82,4 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 8%-ს მიაღწია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 11% (2,258,486 ბოთლი), ლიეტუვა - 63% (439,494 ბოთლი), აშშ - 26% (402,942 ბოთლი), ესტონეთი - 3% (258,640 ბოთლი) და გერმანია - 23% (314,703 ბოთლი).

ექსპორტის ზრდა ასევე აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: უკრაინა - 6% (4,162,515 ბოთლი), კანადა - 54% (118,006 ბოთლი), ყაზახეთი - 80% (1,368,220 ბოთლი), რუსეთი - 17% (22,421,656 ბოთლი), ისრაელი - 95% (236,996 ბოთლი), აზერბაიჯანი - 41% (115,247 ბოთლი), მონღოლეთი - 600% (232,920 ბოთლი), ჩეხეთი - 900% (52,956 ბოთლი), თურქეთი - 324% (61,110 ბოთლი), შვედეთი - 20% (48,836 ბოთლი) და ა.შ.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი - 22,421,656 (ზრდა 17%), უკრაინა - ზრდა 6% (4,162,515ბოთლი), პოლონეთი - 2,258,486 (ზრდა 11%), ჩინეთი - 1,864,351 ბოთლი (კლება 3%) და ყაზახეთი - 1,368,220 (ზრდა 80%).

აღსანიშნავია, რომ გარდა ქართული ღვინისა, 2021 წლის ხუთ თვეში, საქართველოდან ექსპორტირებულია 13,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 209 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 3%-ით და 23 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ექსპორტირებული ჭაჭის ღირებულება 567 ათას აშშ დოლარს აღწევს, შემოსავლების ზრდა კი, 30%-ია.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.