ახალი ამბები
"თუ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრას არ ექნება პროცესებზე გავლენა, დავაანონსებთ აქციას"
FaceBook
რიონის ხეობის მცველები 12 ივნისს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლების მედიაციით დაგეგმილ შეხვედრას დაესწრებიან.

მოძრაობა "რიონის ხეობის  გადარჩენისთვის" ერთ-ერთი  ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული ჩატარდება თუ არა მორიგი ფართომასშტაბიანი აქცია. მანამდე ხეობის მცველები დღის წესრიგს არ ცვლიან და ყოველ საღამოს გუმათჰესთან "ხმაურის აქციას" ატარებენ.

"შაბათი იქნება განმსაზღვრელი იმისა, ჩავატარებთ თუ არა ფართომასშტაბიან აქციას. თუ ამ შეხვედრას ავტომატურად მოჰყვება  სამუშაოების შეჩერება, ბარიკადების აღება და პოლიციის გასვლა, ამის შემდეგ გაიწერება  კალენდარი და შევძლებთ, რომ ვიმსჯელოთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.  თუ ეს არ მოხდება, მაშინ უნდა გავაძლიეროთ ის ლოკაციები, სადაც ვართ ხეობაში გამაგრებული და მოგვიწევს დავაანონსოთ ფართომასშტაბიანი აქციები. სიმართლე გითხრათ,  არ გვაქვს იმედი, რომ ხელისუფლება დააკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელიც ჩვენ და მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლებმა დააყენეს"
, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, ხეობაში უკვე რვა ლოკაციაზეა გზა ჩაკეტილი და ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე კომპანია "ენკას" ავტომანქანებს არ ატარებენ.

ხელისუფლებამ, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლა, ჰესის მოწინააღმდეგეებთან 15 აპრილს გამართული შეხვედრის პასუხად დააანონსა. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში,  მთავრობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ხეობის მცველებმა დიალოგის წინაპირობად სამუშაოების შეჩერება და ხეობიდან პოლიციის გაყვანა დაასახელეს, თუმცა, მათი არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის გამოც მხარეებს შორის დიალოგი ჩაიშალა.

რიონის ხეობაში პროტესტი არ წყდება. 7 ივნისს აქტივისტებმა 224-ე ღამე გაათენეს კარვებში.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.